დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016744 |
|
„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, აგრეთვე, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 16/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016414) პირველი პუნქტით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რეგულირების საფასურის გადამხდელი – რეგულირებული საწარმო, მათ შორის, საწარმო, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, საცდელი გაშვებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს სისტემის ოპერატორს, ასევე, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველადი წყალმოსარგებლე; დ) რეგულირებული საქმიანობა – რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ განხორციელებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას, აგრეთვე, ექსპლუატაციაში მისაღებად ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა; ე) სექტორი – ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული სექტორი;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ელექტრონული პორტალი – კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ განსაზღვრული საწარმოთა ელექტრონული პორტალი.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ანგარიშგება 1. რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია ყოველი წლის 15 სექტემბრამდე კომისიას წარუდგინოს სრულყოფილად შევსებული საპროგნოზო რეგულირების საფასურის ფორმა, მომდევნო წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზისა და შესაბამისი ფასის/ფასების მითითებით. საპროგნოზო რეგულირების საფასურის ფორმით წარმოსადგენი ინფორმაცია მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით. 2. რეგულირების საფასურის გადამხდელი, რომელიც რეგულირებულ საქმიანობას იწყებს კალენდარული წლის 15 სექტემბრის შემდეგ, ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შევსებული მომდევნო წლის საპროგნოზო რეგულირების საფასურის ფორმა კომისიას წარუდგინოს რეგულირებული საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. 3. რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია, ყოველი საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან მომდევნო კალენდარული თვის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულ და გადამოწმებულ ინფორმაციას შესაბამისი საანგარიშგებო თვის განმავლობაში მიწოდებული/გაწეული, რეგულირებას დაქვემდებარებული მომსახურების ან/და პროდუქტის მთლიანი (დარიცხული) შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) შესახებ, შესაბამისი ფასის/ფასებისა და მოცულობების მითითებით. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმით წარმოსადგენი ინფორმაცია მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით. 4. იმ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მფლობელმა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღების მიზნით იმყოფებოდა საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გადასინჯვის პროცესში, ამავე პერიოდზე რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა კომისიას უნდა წარუდგინოს პორტალზე რეგისტრაციიდან 40 კალენდარულ დღეში. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტმა ვერ გაიარა საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გადასინჯვის პროცესი – რეგულირების საფასურის ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია კომისიას უნდა წარედგინოს ამ პროცესის დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დამტკიცებული ინფორმაციის შესაბამისად. 5. თუ რეგულირების საფასურის გადამხდელს საანგარიშგებო თვეში რეგულირებადი საქმიანობა არ განუხორციელებია, იგი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ნულოვანი ფორმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად. დაუშვებელია ნულოვანი ფორმის წარდგენა, იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელმა საანგარიშგებო თვეში განახორციელა რეგულირებადი საქმიანობა და ამავე საქმიანობიდან მიიღო შემოსავალი (დარიცხული შემოსავალი). 6. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რეგულირების საფასურის გადამხდელს კომისიის მიერ: ა) წარედგინება ინვოისი, თუ რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემები სრული და სწორია; ბ) დაზუსტების მიზნით უბრუნდება რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა, თუ მასში მითითებული მონაცემები არასრული ან/და არასწორია და განესაზღვრება ვადა მის გამოსასწორებლად. 7. რეგულირების საფასურის გადამხდელი, რომელიც ერთ სექტორში ახორციელებს ერთზე მეტ რეგულირებულ საქმიანობას, ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ერთი ფორმა, რომელშიც ინფორმაცია თითოეული რეგულირებული საქმიანობისთვის მიეთითება განცალკევებულად. 8. თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი რეგულირებულ საქმიანობას ახორციელებს ერთზე მეტ სექტორში, იგი ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა თითოეული სექტორისთვის ცალ-ცალკე და გადაიხადოს რეგულირების საფასური თითოეული სექტორისთვის, წარდგენილი ინვოისის შესაბამისად.“; 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-4 პუნქტები: „3. რეგულირების საფასურის გადამხდელმა, საგადახდო დავალებაში უნდა მიუთითოს ის საანგარიშგებო თვე, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის ან/და ავანსის გადახდა, ასევე შესაბამისი საანგარიშგებო თვის ინვოისის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. ამ მუხლის მესამე პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია გადახდიდან 10 სამუშაო დღეში წერილობითი ფორმით დააზუსტოს საგადახდო დავალების დანიშნულება.“. 4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის კორექტირება 1. გასული საანგარიშგებო თვის/თვეების მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაცემების შეცვლისას (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის – ცდომილება), რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია დააკორექტიროს ცდომილება. ამასთან: ა) თუ ცდომილება აღმოჩენილია კომისიის მიერ – რეგულირების საფასურის გადამხდელს უბრუნდება რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა. რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია, ელექტრონულ პორტალში ფორმის დაბრუნებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დააკორექტიროს ფორმა ან კომისიას წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი; ბ) თუ ცდომილება აღმოჩენილია რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ – რეგულირების საფასურის გადამხდელმა ელექტრონული პორტალის მეშვეობით უნდა დააფიქსიროს კორექტირების მოთხოვნა და განმარტოს კორექტირების მიზეზი. კომისია კორექტირების მიზნით აბრუნებს რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმას ან წერილობით განმარტავს კორექტირებაზე უარის თქმის მიზეზს. 2. ამ მუხლის შესაბამისად კორექტირების შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელს, რეგულირების საფასურის ანგარიშგების კორექტირებულ ფორმაზე წარედგინება კორექტირებული ინვოისი ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად კორექტირება განხორციელდა: ა) რეგულირების საფასურის გადამხდელის სასარგებლოდ – რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი რეგულირების საფასური გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშგებო თვის რეგულირების საფასურის დასაფარად; ბ) კომისიის სასარგებლოდ – რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია, კორექტირებული ინვოისის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს გადასახდელი რეგულირების საფასური. 4. რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მოითხოვოს ბოლო სამი წლის მონაცემების კორექტირება.“. 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. შედარების აქტი 1. საანგარიშგებო წელში ჯამურად დარიცხული და გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობის დადასტურების მიზნით, ყოველწლიურად, იმავე საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფორმდება შედარების აქტი. შედარების აქტი რეგულირების საფასურის გადამხდელს ეგზავნება საანგარიშგებო წლის დეკემბრის თვის ინვოისის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, შედარების აქტი ასევე ფორმდება კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირებული საწარმოს ლიცენზიის გაუქმების ან რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირებული საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიისთვის შეტყობინების წარდგენის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შედარების აქტის წარდგენა ხდება შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში. 4. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი ეთანხმება ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ შედარების აქტს, იგი ვალდებულია, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიას წარუდგინოს ამ წესის შესაბამისად ხელმოწერილი შედარების აქტი. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი არ ეთანხმება შედარების აქტში ასახულ მონაცემებს, იგი იმავე ვადაში მიმართავს კომისიას შესაბამისი მონაცემების დაზუსტების მიზნით. 5. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად განხორციელებული რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის კორექტირება იწვევს შედარების აქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებას, კომისია რეგულირების საფასურის გადამხდელს წარუდგენს ახალ ინვოისს და შედარების აქტს. შედარების აქტი რეგულირების საფასურის გადამხდელს ეგზავნება ინვოისის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ შედარების აქტით დადგინდა, რომ რეგულირების საფასურის გადამხდელმა ზედმეტად გადაიხადა თანხა, მან თანხის დაბრუნების მოთხოვნით, წერილობით უნდა მიმართოს კომისიას. წერილში მითითებული უნდა იყოს ის საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა დაბრუნდეს ზედმეტად გადახდილი რეგულირების საფასური. ზედმეტად გადახდილ რეგულირების საფასური, რეგულირების საფასურის გადამხდელს უბრუნდება კომისიის მიერ მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. წერილობითი მოთხოვნის კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი რეგულირების საფასური გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშგებო თვის რეგულირების საფასურის დასაფარად. 7. თუ შედარების აქტით გამოვლინდა, რომ რეგულირების საფასურის გადამხდელს კომისიის მიმართ გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება, მან ეს დავალიანება სრულად უნდა დაფაროს შედარების აქტის ხელმოწერიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. რეგულირების საფასურის დავალიანების სრულად დაფარვამდე, ამ წესის მიზნებისათვის, ეს პირი ითვლება რეგულირების საფასურის გადამხდელად.“. 7. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. ინფორმაციის გაცვლა 1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, რეგულირების საფასურის გადამხდელსა და კომისიას შორის ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის, რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის ან/და შედარების აქტის წარდგენა ხდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით. კომისიისათვის წარდგენილი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა ან/და შედარების აქტი ხელმოწერილი უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის ან/და შედარების აქტის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ხელმოწერის (დადასტურების) ან პორტალის მეშვეობით წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში რეგულირების საფასურის გადამხდელი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმას ან/და შედარების აქტს კომისიას წარუდგენს მატერიალური სახით.“. 8. მე-10 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-6 პუნქტები: „5. ამ წესის მოთხოვნები 2025 წლის 1 დეკემბრამდე არ ვრცელდება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველად წყალმოსარგებლეზე. 6. ამ წესით გათვალისწინებული ფორმით წარმოსადგენი ინფორმაციის დამტკიცებამდე, რეგულირების საფასურის გადამხდელმა უნდა იხელმძღვანელოს კომისიის მიერ დამტკიცებული საპროგნოზო რეგულირების საფასურის ფორმის ან/და რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები