„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 02/06/2025
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016034
34
02/06/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
080240000.79.092.016034
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №34

2025 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016009) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და

1.ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის კახეთის, დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება.“.

3. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთ საქართველოს  I სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის საქმეთა გამოძიების სამმართველოს, კახეთის სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსა და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე