დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 03/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.57.069.016209 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №22 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02.12.2015, 010320040.57.069.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.დ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;“; ბ) „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;“; ბ) „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;“; ბ) „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;“; ბ) „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 6. 251 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 7. 252 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 8. 253 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 9. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.დ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;“; ბ) „ე.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ე.თ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 10. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.დ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;“; ბ) „ე.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ე.თ) „საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 11. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;“; ბ) „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ე.ვ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 12. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია;“. 13. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;“. 14. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 3 მაისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის მინიმალური სტანდარტების“ მე-4 მუხლით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები