დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 02/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016211 |
|
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების მიღების მიზნით, დაწესებულებამ სააგენტოს განაცხადთან ერთად ასევე, უნდა წარუდგინოს თვითშეფასების შევსებული ფორმა (დანართი №4). 12. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება ხორციელდება საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტის შესაბამისად (დანართი N5).“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების განაცხადს, თვითშეფასების შევსებულ ფორმასთან ერთად, უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) მოქმედი ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატის ასლი; ბ) სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“. 3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. საზღვაო საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) სასწავლო გეგმა (სილაბუსი), კურსის (პროგრამის) ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ რეკომენდებული მოდელ-კურსების შესაბამისად; მათ შორის; ა.ა) შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, კურსის (პროგრამის) მსმენელების პროპორციულობა ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რაოდენობასთან მიმართებით; ა.ბ) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღები მსმენელის პროპორციულობა შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში არსებულ აღჭურვილობებისა და მოწყობილობებთან მიმართებით; ა.გ) შეფასების კრიტერიუმები და მიზანი; ბ) სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ინსტრუქტორების, ზედამხედველებისა და შემფასებლების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად; დ) სიმულატორზე დაფუძნებული ტრენაჟორების არსებობის შემთხვევაში, მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 22. სააგენტო უფლებამოსილია აღიაროს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ შემუშავებული ის შემოკლებული კურსები, იმავე სახელწოდების სრული კურსის ნაწილად, რომლის განხორციელების საშუალებას იძლევა STCW კონვენცია.“. 4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსებისთვის (პროგრამებისათვის) ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია /დოკუმენტაცია.“. 5. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო გადაწყვეტილებას საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ იღებს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან საფასურის წესის შესაბამისად დადგენილ ვადაში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების გაწევა. 6. სააგენტო საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და თვითშეფასების განხილვის შემდეგ ადგილზე ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით.“. 6. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71, 72 და 73 პუნქტები: „71. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და პერიოდული მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში იქმნება შემმოწმებელი ჯგუფი და კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და პერიოდული მონიტორინგის პროცედურაში მონაწილეობისთვის სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს ექსპერტი. 72. სააგენტო უფლებამოსილია საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას დართოს ნება საზღვაო საწვრთნელი კურსი (პროგრამა) ჩაატაროს დისტანციურად ან/და ელექტრონული სწავლებით. 73. დინსტანციური ან/და ელექტრონული სწავლება უნდა განხორციელდეს STCW კონვენციის B-I/6 რეგულაციის შესაბამისად.“. 7. წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ვადად განისაზღვრება 3 წელი.“. 8. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება 1. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“. შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ა) „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს - დაწესებულებაში არსებული რესურსი, სისტემა/პროცესები და მიღწეული შედეგები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს; ბ) „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ – დაწესებულება მეტწილად აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს. მას აქვს შესაბამისი შესაძლებლობა და რესურსი, რომ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, სრულად დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები; გ) „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ – დაწესებულება არსებული რესურსით, სისტემითა და პროცესით ვერ უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.“. 9. წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რეესტრის წარმოებას მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში.“. 10. წესის 41 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. წესის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზირებული წვრთნა (Advanced Training for Ships Subject to the IGF Code);“. 12. წესის 41 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია, მოქმედ ხარისხის მართვის სისტემაში, გააჩნდეს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მართვის პროცედურა, რომელიც მოიცავს სიმულატორების ყოველწლიურ შემოწმებას ან/და განახლებას. დაწესებულება ვალდებულია განახლების შემთხვევაში წარმოადგინოს ვალიდური შესაბამისობის დოკუმენტი (statement of compliance), რომელიც გაცემულია საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ.“. 13. წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან მისი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) მონიტორინგის, მათ შორის, ვიდეო და დაუგეგმავი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდება შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ აღიარების პირობების ან/და განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ.“. 14. წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: ,,6. თუ კურსის (პროგრამის) აღიარების მოქმედების ვადის პერიოდში კურსის შეჩერება მოხდა სამჯერ, სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს აღნიშნული საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამა) აღიარება. 7. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი ხორციელდება საზღვაო საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სტანდარტის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს სტანდარტის არანაკლებ 30% კომპონენტის/კრიტერიუმის შეფასებას.“. 15. წესის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო უფლებამოსილია დაესწროს საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულების შემდგომ, მეზღვაურის თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობას. 5. თეორიული გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სააგენტოსთან შეთანხმებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ დამტკიცებული პროცედურის მიხედვით.“. 16. წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თეორიული გამოცდის ჩატარება შესაძლებელია წვრთნის დასრულებიდან მაქსიმუმ 5 თვის განმავლობაში.“. 17. წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებულია სააგენტოს აცნობოს დაწესებულებაში არსებული შიდა ტრენინგების/წვრთნების (In-house training) ჩამონათვალი, მათ შორის ახალი წვრთნის დამატების შემთხვევაშიც. 8. საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელსაც შესაბამისი წვრთნების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ასათვისებლად იყენებს სხვა დაწესებულების პრაქტიკის ობიექტს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა უნდა იყოს არანაკლებ ასაღიარებელი კურსის (პროგრამის) ვადისა.“. 18. წესის დანართი №1-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 14 დღისა.“. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული დანართი №4 და დანართი №5. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
| მუხლი 4 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე შემოსულ განცხადებებს სააგენტო განიხილავს ამ ბრძანების ამოქმედებამდე რედაქციით. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები