დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.025098 |
|
„საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/04/2019, 010220020.10.003.021205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის:
1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე. 4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და სამდივნოს ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტი.“. 2. მე-5 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი; ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი;“. 3. მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები