დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 223 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360000000.10.003.025115 |
|
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 360000000.10.003.017957) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის“:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოები მონაწილეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებები. 3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ და რეგიონულ მოხსენებებს უნდა ჰქონდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა. 4. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.“. 2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 232 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“. 4. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოები;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო;“. 6. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.“. 7. 351 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო;“; გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მუნიციპალიტეტის ორგანოები;“; დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები