,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016947
211
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
010250050.35.160.016947
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №211

2025 წლის 25 ივნისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით

„ლ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის და აუტიზმის სპექტრის დარღვევის (F84.0 – F84.9) მქონე ბავშვის ერთ-ერთი მშობელი (დედა ან მამა) ან კანონიერი წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე