დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016135 |
007
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
110060020.70.082.016135
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
|
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016025) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი: ,,ვ1) მრჩევლები;“; 2. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. მრჩევლები და სპეციალისტი უზრუნველყოფენ საოლქო პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებენ საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები