დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.155.016448 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილების (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250040.35.155.016121) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“. 2. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება;“. 3. თავი V1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V1 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
მუხლი 341. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბ) მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით თემატური მოკვლევის ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა; გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება; დ) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში; ვ) საკრებულოსა და მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით; ზ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, ადგილობრივ ბიუჯეტში მათი გათვალისწინების მიზნით; თ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ საკრებულოსთვის წარდგენა 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 342. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო იქმნება და საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები