„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 27/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016376
167
11/07/2025
ვებგვერდი, 14/07/2025
310050000.54.066.016376
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ   სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №167

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა)  „ჰ43“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ43) ფრენის გეგმა – სხ-ის დაგეგმილ ფრენასთან ან ფრენის ნაწილთან დაკავშირებული

სპეციფიკური ინფორმაცია.

შენიშვნა: 1. ტერმინთან „ფრენის გეგმა“ შეიძლება გამოიყენებოდეს სიტყვები „წინასწარი“, „წარდგენილი“ „მიმდინარე“ ან „სამუშაო“, ფრენის პირობებისა და სხვადასხვა ეტაპების მისათითებლად.

2. როდესაც ამ ტერმინთან ერთად გამოიყენება სიტყვა „შეტყობინება“, ეს გულისხმობს გადაცემული ფრენის გეგმის მონაცემების შინაარსს და ფორმატს.“;

ბ) „ჰ 85 “,  „ჰ 86 “, „ ჰ 87 “ და „ჰ 88 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ85) სმმ-ის  შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო – სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სმმ-ის უზრუნველყოფაზე დადგენილი  საჰაერო სივრცის ფარგლებში.

86) ფრენის მიმდინარე  გეგმა (CPL) – ფრენის გეგმა, რომელშიც ასახულია წარდგენილი ფრენის გეგმის შესაძლო ცვლილებები, რომელიც განპირობებულია სმმ-ის მეთვალყურის მიერ გაცემული  შესაძლო სამეთვალყურეო  ნებართვით.

87) ფრენის წარდგენილი გეგმა (FPL ან eFPL) – ფრენის გეგმის ის ბოლო ვერსია, რომელიც პილოტის, ექსპლუატანტის ან დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარდგენილია სმმ-ის პუნქტის მიერ გამოსაყენებლად.

შენიშვნა: FPL არის წარდგენილ ფრენის გეგმა, რომლის გადაცემა ხორციელდება სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურებით, მაშინ როდესაც, eFPL წარმოადგენს ფრენის გეგმას, რომლის ურთიერთგაცვლა ხორციელდება FF-ICE სერვისების მეშვეობით. eFPL იძლევა იმ დამატებითი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას, რომელიც არ შედის  FPL ფრენის გეგმაში.

88) წინასწარი ფრენის გეგმა (PFP)  ფრენის გეგმის წარდგენამდე, ექსპლუატანტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ერთობლივი დაგეგმარებისათვის მიწოდებული ინფორმაცია.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს უსაფრთხოების მართვის სისტემა „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11 “ და „12 “ ქვეპუნქტები.

„11. ყველა  საჰაერო ხომალდი, რომელთა  ასაფრენი მასა აღემატება:

ა)   27000კგ-ს; ან

ბ) 15000კგ-ს, რომელსაც აქვს 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილი და რომელზეც ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი პირველად  გაიცა 2027 წლის 1 იანვარს ან მას  შემდეგ, უნდა იქნეს აღჭურვილი  ფრენის მონაცემთა ანალიზის პროგრამის მხარდამჭერი საშუალებებით.

12. ექსპლუატანტმა, რომლის საჰაერო ხომალდი აღჭურვილია  ამ მუხლის „11“ პუნქტის შესაბამისად, უნდა შეიმუშაოს და დანერგოს  ფრენის მონაცემთა ანალიზის პროგრამა, როგორც უსაფრთხოების მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილი.

3. 24-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ორძრავიანი სხ-ით გაზრდილი დროის წესით ფრენისას, ამ წესის 41-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი უნდა მიეთითოს ფრენის წარდგენილ სამუშაო გეგმაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიეთითოს წინასწარი ფრენის გეგმაში.“;

ბ) მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„5. სახელსაწყო წესებით შესრულებული ფრენისას, ფრენის წარდგენილ  სამუშაო გეგმაში და საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ფრენის გეგმაში მიეთითება დანიშნულების პუნქტის სულ მცირე, ერთი სათადარიგო აეროდრომი მაინც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: “

გ) მე-7 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფრენის წარდგენილ  სამუშაო გეგმაში და/ან საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ფრენის გეგმაში, მიეთითება დანიშნულების პუნქტის  ორი სათადარიგო აეროდრომი, თუ დანიშნულების აეროდრომზე:“

4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. მეტეოროლოგიური დაკვირვებ

სხ-ის მეთაური ვალდებულია გადასცეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მოჭიდების კოეფიციენტის შესახებ სპეციალური შეტყობინება (AIREP), თუ ადზ-ის მოჭიდების კოეფიციენტი გადმოცემულზე ნაკლებია.

შენიშვნა: 1. ფრენის დროს სხ-ის ბორტზე მეტეოროლოგიური დაკვირვებების განხორციელების, ჩაწერისა და მოხსენების პროცედურები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართში, PANS-ATM-ში (Doc 4444), PANS-MET-ში (Doc 10157) და შესაბამის რეგიონულ დამატებით პროცედურებში (Doc 7030).

2. ადზ-ის მოჭიდების კოეფიციენტის შესახებ მოხსენების შედგენის პროცედურები მოცემულია PANS-ATM-ის ((Doc 4444) მე-4 თავში და პირველ დანართში.“.

5. 31-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „311 “ მუხლი:

მუხლი 311 . ფრენის სახიფათო პირობები

ფრენისას შემხვედრი სახიფათო პირობების შესახებ, გარდა მეტეოროლოგიური პირობებისა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს. შეტყობინებაში დაწვრილებით უნდა იყოს გადაცემული ყველა დეტალი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვა საჰერო ხომალდის უსაფრთხოება.“.

6. 35-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი. 35 ფრენის დროს გადაცემული ოპერატიული მითითებები

ფრენის წარდგენილ ან მიმდინარე  გეგმაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებული ოპერატიული მითითებები თანხმდება შესაბამის სმმ-ის ორგანოსთან მანამ, სანამ ისინი გადაეცემა სხ-ის ეკიპაჟს. ოპერატიული მითითებები არ ათავისუფლებს პილოტს საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს შესაბამის ნებართვის მიღებისგან მანამდე, სანამ ცვლილება შევა ფრენის გეგმაში.“.

7. მე-40  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი, როდესაც ახორციელებს ფრენების კონტროლსა და დაკვირვებას, ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:

ა) უწევს დახმარებას სხ-ის მეთაურს გაფრენისწინა მომზადებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით;

ბ) უწევს დახმარებას სხ-ის მეთაურს ოპერატიული სამუშაო გეგმის და ფრენის წარსადგენი  გეგმის მომზადებაში;

გ) საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მეთაურს  წინასწარი ფრენის გეგმის მომზადებაში და წარუდგენს მას  სმმ-ის  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს;

დ) საჭიროების შემთხვევაში  ხელს აწერს და წარუდგენს სმმ-ის  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ფრენის გეგმას;

ე) შესაბამისი საშუალებების დახმარებით, უზრუნველყოფს სხ-ის მეთაურს ფრენისას ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებისთვის;

ვ) ატყობინებს შესაბამის საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდება სხ-ის ადგილმდებარეობა თვალთვალის სისტემის მეშვეობით და შეუძლებელია რადიოკავშირის დამყარება.

შენიშვნა: FF-ICE სერვისების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა, წინასწარი ფრენის გეგმის ჩათვლით,  მოცემულია იკაოს Doc-ში 9965.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 27 ნოემბრიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი