„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016531
11
11/07/2025
ვებგვერდი, 14/07/2025
010250050.35.121.016531
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 11 ივლისი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის  №48 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 16.01.2018 წელი , სარეგისტრაციო კოდი : 010250050.35.121.016276) დანართშივანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტიშეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

1. დანართის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;“.

 2. დანართის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) საკრებულოს სამუშაო გეგმის და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტების დამტკიცება , მათში ცვლილებების შეტანა ;“.

 3. დანართის მე -12 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიშესაბამისად დაწყებისთანავე და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე .“.

4. დანართის მე -13 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 13. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა ; უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება “.

 5. დანართის მე -13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს :

) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ;

) ეკავოსკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობა , გარდა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა ;

) ეკავოს თანამდებობა , რომელზეც პირს ირჩევს ან პირის დანიშვნაზე თანხმობას იძლევა საქართველოს პარლამენტი ;

) ეკავოს თანამდებობა , რომელზეც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ -მინისტრი ;

) ეკავოს თანამდებობა , რომელზეც პირს ირჩევენ , ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ;

) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში , სახელმწიფო აუდიტის სამსახურში , საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ;

) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე ;

) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოებს ;

) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში ;

) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოს (საწარმოების ) მართვაში (იყოს დირექტორი , დირექტორის მოადგილე , სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა ), აგრეთვე იყოს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე ;

) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში .“.

6. დანართის მე -13 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ამოღებულ იქნეს .

 7. დანართის მე -13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი :

„41. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვეკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში . საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან .“.

 8. დანართის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. ამ მუხლის მე -4 პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე .“.

 9. დანართის მე -13 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას , გარდა ამ მუხლის მე -4 პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა , საკრებულო იღებს ცნობის სახით და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით .“

 10. დანართის მე -13 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„7. თუ საკრებულოს წევრი /თანამდებობის პირი ზედეზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდაკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს , საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს /გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად . თუ დადასტურდა , რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი /თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს , საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას , რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის /თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ .“.

 11. დანართის მე -13 მუხლის მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„9. საკრებულოს წევრის /თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .“.

 12. დანართის მე -18 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდებაკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .“.

 13. დანართის მე -20 მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას , ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას , ამ რეგლამენტის მე -60 მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას ;“.

 14. დანართის მე -20 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 102- მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის , აგრეთვეკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში .“.

 15. დანართის 21- მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ამ რეგლამენტის 104- მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის , აგრეთვეკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში .“.

 16. დანართის 22- მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს ;“.

 

 17. დანართის 22- მუხლის მე -2 პუნქტის 1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყონებლივ შეტანას ;“.

 18. დანართის 29- მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 106- მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის , აგრეთვეკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში .“.

19. დანართის 97- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 97. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ , სამანადატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას .

2. საკრებულოს იურიდიულ , სამანადატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია , საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს კომისიის დასკვნა დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ .

3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას , გარდა ამ რეგლამენტის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა , საკრებულო იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე .

4. ამ რეგლამენტის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს იღებს საკრებულოს იურიდიულ , სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე ღია კენჭისყრით , საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით .

5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .“.

 20. დანართის 1461 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. საბჭო შედგება 15 წევრისაგან . მათ შორისაა : საბჭოს თავმჯდომარე , საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი .“

 21. დანართის 1461 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი