„საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 დეკემბრის №270 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 დეკემბრის №270 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/07/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 27/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016379
173
16/07/2025
ვებგვერდი, 17/07/2025
310050000.54.066.016379
„საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 დეკემბრის №270 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №173

2025 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 დეკემბრის №270 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
,,საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 დეკემბრის №270  ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/12/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016278) დამტკიცებულ ,,საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) ,,ჰ9 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ9) სმმ-ის  შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო – სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სმმ-ის უზრუნველყოფაზე დადგენილი  საჰაერო სივრცის ფარგლებში.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ24 “, ,,ჰ25 “ და ,,ჰ26 “  ქვეპუნქტები:

,,ჰ24) ფრენის გეგმა - სხ-ის დაგეგმილ ფრენასთან ან ფრენის ნაწილთან დაკავშირებული სპეციფიკური ინფორმაცია.

შენიშვნა: ტერმინთან „ფრენის გეგმა“ შეიძლება გამოიყენებოდეს სიტყვები „წინასწარი“, „წარგენილი“ „მიმდინარე“ ან „სამუშაო“, ფრენის პირობებისა და სხვადასხვა ეტაპების მისათითებლად. როდესაც ამ ტერმინთან ერთად გამოიყენება სიტყვა „შეტყობინება“, ეს გულისხმობს გადაცემული ფრენის გეგმის მონაცემების შინაარსს და ფორმატს.

25) ფრენის წარდგენილი გეგმა (FPL ან eFPL) – ფრენის გეგმის ის ბოლო ვერსია, რომელიც პილოტის, ექსპლუატანტის ან დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იყო სმმ-ის პუნქტის მიერ გამოსაყენებლად.

შენიშვნა: FPL არის წარდგენილ ფრენის გეგმა, რომელის გადაცემა ხორციელდება სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურებით, მაშინ როდესაც eFPL წარმოადგენს ფრენის გეგმას, რომლის ურთიერთგაცვლა ხორციელდება FF-ICE სერვისების მეშვეობით. eFPL იძლევა იმ დამატებითი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას, რომელიც არ შედის  FPL ფრენის გეგმაში.

26) წინასწარი ფრენის გეგმა (PFP) – ფრენის გეგმის წარდგენამდე ექსპლუატანტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ერთობლივი დაგეგმარებისათვის მიწოდებული ინფორმაცია.“.

2. მე-12 მუხლის ,,შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: 1. ფრენის გეგმის შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 4444  (PANS-ATM).

2. FF-ICE სერვისების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა, წინასწარი ფრენის გეგმის ჩათვლით,  მოცემულია იკაოს Doc-ში 9965.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 27 ნოემბრიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი