დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.22.030.016373 |
|
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480070000.22.030.016103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების: |
ა)
31 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს (შემდგომში – სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი), ან მესამე სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებას.“; |
ბ)
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი3) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას, რასაც ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და უგზავნის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს (შემდგომში – სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი);“; |
გ)
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს წარუდგენს ანგარიშს საკონსულო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.“; |
დ)
მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკონსულო თანამდებობის პირის საქმიანობაზე ადმინისტრაციულ ზედამხედველობას ახორციელებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარება სამინისტროს და სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს.“; |
ე)
მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. წარმომადგენლობას შეიძლება ჰყავდეს ადმინისტრაციული მენეჯერი, რომელიც, გარდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა, ანგარიშვალდებულია სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები