უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 4 25 00001561
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 08/07/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2025
სარეგისტრაციო კოდი
REG 4 25 00001561
08/07/2025
ვებგვერდი, 24/07/2025
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება REG 4 25 00001561

2025 წლის 8 ივლისი  

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს მისამართის ცვლილება: კერძოდ, „შპს „აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცის" (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა №9-11; ს/კ 206047400)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქუჩა №3; ს/კ 206047400)“ და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართები შემდეგ საქმიანობებში:

ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;

ბ) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;

გ) მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცის (ს/კ 206047400) დირექტორის, კობა ბურნაძის განცხადებები: №742328, 03.07.2025; №747065, 04.07.2025 და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის  შემსრულებელი                       ლეილა ქოჩიაშვილი