დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.025161 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2020, 140080000.10.003.021782) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა“) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსი;“. 2. №2 დანართის („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა“) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები