„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016462
16
29/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
010260020.35.136.016462
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 29 ივლისი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 16/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.136.016241) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 29-ე მუხლის მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს მერიის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ახორციელებს მერი“.

2. 33-ე მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ მტკიცდება ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია მერიის აპარატის ხელმძღვანელი“.

3. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით“.

4. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის ბრძანება ეგზავნება მერიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს, თითოეული მოხელისთვის შეტყობინების მიზნით“.

5. 37-ე მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპზე მერიის აპარატი ვალდებულია მერიის შესაბამის სამსახურთან (სამსახურებთან) ან/და პასუხისმგებელ პირთან (პირებთან) ერთად შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე