დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017590 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140130000.22.034.016288) დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ აღსრულების პოლიცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – შრომის ინსპექციის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საინკასაციო სამსახურები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სამშენებლო-სარემონტო ან დასასუფთავებელი სამუშაოების განმახორციელებელი სამსახურები, შპს „თბილისი ენერჯი“, კერძო მულტიპლექს ოპერატორი, რომელიც ეროვნულ დონეზე ავრცელებს მაუწყებლობას, სს „თელასი“;“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების თანხმობა, გარდა ნარინჯისფერი და ყვითელი ციმციმა სიგნალისა, გაიცემა მთავრობის წევრების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილეების, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის, ეფექტიანობის დეპარტამენტისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსების, სახელმწიფო რწმუნებულების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე ოპერატიულ, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო, საინკასაციო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელ სამსახურებზე რეგისტრირებულ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებითაც ხორციელდება ოპერატიული ან სპეციალური დანიშნულების საქმიანობა.“; ბ) 53 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 56 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57 პუნქტი: „57. საქართველოს პროკურატურაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა სიგნალის, სპეციალური ხმოვანი სიგნალისა და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება-გამოყენების თანხმობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები