„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016178
49
25/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
130000000.63.075.016178
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №49

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 130000000.63.075.016005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მხილების საკითხების მოწესრიგების წესი):

1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) მოპოვებულ მასალებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, დადგენილი წესით აგზავნის საქართველოს პროკურატურაში.“.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის (სამსახურის მოსამსახურის გარდა) წინააღმდეგ მიმართულ, სამსახურში წარმოდგენილ მხილების განცხადებებს, რომლებიც შეიცავენ კორუფციული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ნიშნებს, განიხილავს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი).

2. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის (სამსახურის მოსამსახურის გარდა) წინააღმდეგ მიმართული, სამსახურში წარმოდგენილი მხილების განცხადებები, რომლებიც არ შეიცავენ კორუფციული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ნიშნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდგომი რეაგირებისათვის, ქვემდებარეობით იგზავნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიანრი ოხანაშვილი