დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის N2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016920 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი. 040030000.22.023.016847, 29/12/2023) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) „ჰ11 – ჰ18“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ11) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების/დასკვნების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ჰ12) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომ-გზშ) ჩატარების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომ – სგშ) ჩატარების საჭიროების განსაზღვრა; ჰ13) გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა; ჰ14) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნა; ჰ15) გზშ-ის ანგარიშის, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა; ჰ16) საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ჰ17) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ჰ18) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;“ ბ) ჰ18 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ19 – ჰ41 ქვეპუნქტები: „ჰ19) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ჰ20) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფა; ჰ21) საქართველოს „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემა; ჰ22) საქართველოს „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემა; ჰ23) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; ჰ24) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა; ჰ25) CITES-ის რეექსპორტის სერტიფიკატი; ჰ26) CITES-ის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის გაცემა; ჰ27) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა; ჰ28) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტზე თანხმობის გაცემა; ჰ29) თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმების დამტკიცება; ჰ30) სამეცნიერო-კვლევით თევზჭერაზე თანხმობის გაცემა; ჰ31) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ჰ32) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია; ჰ33) არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმებისა და კერძო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების განხილვა და შეთანხმება; ჰ34) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული მწარმოებლების ელექტრონული რეესტრის წარმოება; ჰ35) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების ავტორიზაციის განხორციელების უზრუნველყოფა; ჰ36) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას ბაზელის, როტერდამისა და მინამატას კონვენციებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ჰ37) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ჰ38) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა და იმპორტ-ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა; ჰ39) ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის გაცემა; ჰ40) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; ჰ41) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.“. 3. მე-4 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ჰიდროლოგიის დეპარტამენტი;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები: „ვ1) მეტეოროლოგიის დეპარტამენტი; ვ2)ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;“; გ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი; ლ) გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დეპარტამენტი;“. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ჰიდროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციები ჰიდროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ზედაპირულ წყლებზე ჰიდროლოგიური დაკვირვებების სტაციონარული ქსელის მეთოდური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ბ) ჰიდრომეტრული და ტოპოგეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება; მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში არსებული თოვლის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრისა და გლაციოლოგიური დაკვირვებების ექსპედიციური მეთოდებით განხორციელება; გ) ზედაპირულ წყლებზე მიწისპირა ჰიდროლოგიური და დისტანციური დაკვირვების მონაცემების ანალიზი; დ) ჰიდროლოგიური პროგნოზების შედგენა (მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი), მათ შორის, სპეციალიზებული დანიშნულების პროგნოზების მომზადება და გავრცელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიისთვის მიწოდება; ვ) ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელების განსავითარებლად საჭირო გამოთვლითი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ზ) მრავალწლიურ ჰიდროლოგიურ მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; თ) ჰიდროლოგიური მონაცემების გეოსაინფორმაციო სისტემებში ინტეგრაცია და სივრცული გეოსაინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება; ი) მრავალწლიური ჰიდროლოგიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა და მონაცემთა ბაზების რეგულარული განახლება; კ) ჰიდროლოგიური ცნობარების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადება და გავრცელება; ლ) შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების მორფო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება, ნაპირფორმირების და ნაპირდაცვითი რეკომენდაციების შემუშავება; მ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური საფრთხეების შეფასება და ჰიდროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ტერიტორიის დარაიონება; ნ) ჰიდროლოგიური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდროლოგიური საფრთხეების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; პ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების გასახლების არეალების განსაზღვრა და შეფასება; ჟ) მაღალი ჰიდროლოგიური საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; რ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა; ს) ეკონომიკის სხვადასხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა) მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზებული ჰიდროლოგიური ინფორმაციის მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება; ტ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე (გზშ) ჰიდროლოგიის სფეროში საექსპერტო დასკვნების მომზადება; უ) კომპეტენციის ფარგლებში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შეთანხმებაში და შესრულებაში მონაწილეობა; ფ) ჰიდროლოგიის სფეროში, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.“. 5. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები „მუხლი 101. მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციები მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე მიწისპირა და დისტანციური (რადარული, აეროლოგიური) დაკვირვების სტაციონარული ქსელის მეთოდური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ბ) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემთა გაცვლის გლობალური ქსელიდან და ამინდის პროგნოზირების მსოფლიოს მოწინავე ცენტრებიდან მიწისპირა და თანამგზავრული მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის ანალიზი; გ) ამინდის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი კლიმატური საერთო და სპეციალიზებული დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება; ე) ამინდის და კლიმატის პროგნოსტიკული მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა/განვითარება; ვ) მრავალწლიურ მეტეოროლოგიურ მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა/განვითარება; ზ) მრავალწლიურ მეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა და მონაცემთა ბაზების რეგულარულად ფორმირება/შევსება; თ) კლიმატის ანალიზის და მონიტორინგის განხორციელება. გრძელვადიანი კლიმატური პროგნოზების შედგენა და გავრცელება; ი) კლიმატური ცნობარების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება; კ) კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ) სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის ზონირება და პერიოდული განახლება; მ) მეტეოროლოგიური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში მეტეოროლოგიური საფრთხეების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ო) მაღალი მეტეოროლოგიური საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; პ) საქართველოს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა; ჟ) ეკონომიკის სხვადასხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზებული მეტეოროლოგიური, აგრომეტეოოლოგიური და კლიმატური ინფორმაციის მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება; რ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე (გზშ) მეტეოროლოგიის და კლიმატის სფეროში საექსპერტო დასკვნების მომზადება; ს) კომპეტენციის ფარგლებში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის შეთანხმების და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა; ტ) მეტეოროლოგიის სფეროში მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან, კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო საბჭოსთან და მონათესავე პროფილის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნების ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. მუხლი 102. ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიურ და ზედაპირული წყლებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე მიწისპირა და დისტანციური (რადარული, აეროლოგიური) დაკვირვების სტაციონალური ქსელის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის მიღება-გავრცელების სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა უწყვეტად (დღეღამურ რეჟიმში) შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე გავრცელების უზრუნველყოფა; დ) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემთა გაცვლის გლობალური ქსელიდან და ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრებიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის უწყვეტად (დღეღამურ რეჟიმში) მიღება; ე) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება და ჰიდრომეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების მეტროლოგიური (კალიბრირების) უზრუნველყოფა; ვ) მრავალწლიანი ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემთა ბაზების ფორმირების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელების გასაშვებად საჭირო თანამედროვე გამოთვლითი ტექნოლოგიების დანერგვა; თ) გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის (www.meteo.gov.ge) გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ხარვეზების ოპერატიულად აღმოფხვრა და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ყოველდღიურად განახლება; ი) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება.“. 6. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის ფუნქციები ლიცენზირების და ნებართვების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ხეტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს უფროსისთვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა; დ) თევზჭერის ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა, და რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოში წარმოდგენილი სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა; ე) საქართველოს „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემის საკითხზე სააგენტოს გადაწყვეტილების მომზადება. ვ) საქართველოს „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემის საკითხზე სააგენტოს გადაწყვეტილების მომზადება; ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; თ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა; ი) CITES-ის რეექსპორტის სერტიფიკატის გაცემა; კ) CITES-ის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის გაცემა; ლ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა; მ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტზე თანხმობის გაცემა; ნ) თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმების დამტკიცება; ო) სამეცნიერო-კვლევით თევზჭერაზე თანხმობის მიღების მიზნით შემოსული განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; პ) შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; ჟ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა, ან სალიცენზიო მოწმობის ან სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა, ასევე უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ან სალიცენზიო მოწმობის ან სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა, ასევე უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; რ) სალიცენზიო/სანებართვოს მოწმობების მომზადება და გაცემა; ს) უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოება;
ტ) თევზჭერის ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ქ) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ყ) უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის განაცხადების განხილვა; ძ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; წ) თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჭ) კომპეტენციის ფარგლებში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; ხ) ნარჩენების სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ჯ) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია; ჰ) ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისას ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ჰ1) არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმების, კერძო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების განხილვა და შეთანხმება; ჰ2) ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შემოსული განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ჰ3) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ჰ4) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ჰ5) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას როტერდამის კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ჰ6) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადება; ჰ7) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების ავტორიზაცია (შემოსული განაცხადების განხილვა, შეფასება, შენიშვნების და წინადადებების მომზადება, დასკვნების და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება); ჰ8) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციებიდან მიღებული წინა კალენდარულ წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშების განხილვა; ჰ9) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მომავალი კალენდარული წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და შეთანხმება; ჰ10) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული, წლიური ანგარიშის მომზადება (სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მიხედვით); ჰ11) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონული რეესტრის წარმოება; ჰ12) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციისა და მისგან წარმოქმნილი ნარჩენების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის წარმოებისა და მართვა(ნარჩენების ნაკადების მიხედვით); ჰ13) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის შესახებ განცხადებების განხილვა და შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადება; ჰ14) ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის მომზადება; ჰ15) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; ჰ16) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; 7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ფუნქციები გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ბ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; გ) გზშ-ის ანგარიშის და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; დ) საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების/ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ე) გზშ-სგან გათავისუფლების შესახებ განცხადების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და წინადადების მომზადება სამინისტროსთვის წარსადგენად; ვ) გზშ-ის ანგარიშის, სკოპინგის ანგარიშის, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების/დასკვნების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა გარემოზე ზემოქმედების (მ.შ. შემდეგ ფაქტორებზე: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი, ლანდშაფტი და დაცული ტერიტორიები (მ.შ. საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიები), კულტურული მემკვიდრეობა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და სხვ.) თვალსაზრისით; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვაში მონაწილეობა, განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; ი) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; კ) გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ლ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; მ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და არგუმენტირებული მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება; ნ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისთვის დაგზავნა; ო) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე, საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნების/შენიშვნების/მოსაზრებების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში; პ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება; ჟ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ს ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა, განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება; რ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაცემთა ბაზის წარმოება; ს) გზშ-ის სფეროში გაცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა ან/და განხილვის კოორდინაცია; ტ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის მიწოდება (მოთხოვნის შემთხვევაში); უ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და სხვა პირზე გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება; ფ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების, ასევე ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა და შეთანხმება; ქ) წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა; ღ) წყალსარგებლობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის წარმოება; ყ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვა და შეთანხმება; შ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება; ჩ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა. ასევე, სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა; ც) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა; ძ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნება; წ) საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსება, აგრეთვე, საქმიანობის განმახორციელებლის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსება, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჭ) გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მართვა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ამ პორტალზე განთავსების ხელშეწყობა; ხ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკური მხარდაჭერისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ჯ) ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ ოქმების შედგენა; ჰ) ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება; ჰ1) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ჰ2) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ჰ3) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები