საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/2/1870
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 23/07/2025
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.043889
1/2/1870
23/07/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
000000000.00.000.043889
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №1/2/1870

2025 წლის 23 ივლისი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილისხდომის თავმჯდომარე ;

ევა გოცირიძეწევრი ;

გიორგი თევდორაშვილიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი .

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .

საქმის დასახელება : საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებსაქართველოს კანონის 71 მუხლის მე -3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან და 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1870) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა . №1870 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 16 ივნისს . №1870 კონსტიტუციური სარჩელთან დაკავშირებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2025 წლის 23 ივლისს .

2. №1870 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მეოთხე პუნქტისქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებსაქართველოს კანონის 71 მუხლის მე -3 პუნქტი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებაზე ვალდებულ პირს . კერძოდ , სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება : ) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის მესაკუთრეს ; ) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს , თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება , ხოლო ამავე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით “. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციურ უფლებას .

5. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით , გასაჩივრებული ნორმების თანახმად , სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული /ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებისსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს /კანონიერ მფლობელს , მიუხედავად საქმეში მისი სტატუსისა . შესაბამისად , ხარჯების გადახდა ეკისრება როგორც მსჯავრდებულს , ბრალდებულს , ისე გამართლებულს , დაზარალებულსა თუ მოწმეს , სატრანსპორტო საშუალების დანაშაულთან კავშირისა და დაცულ სადგომზე მისი შენახვის პერიოდის მიუხედავად . მოქმედი კანონმდებლობა არ ახდენს განსხვავებას სატრანსპორტო საშუალება , როგორც ნივთიერი მტკიცებულება , მოპოვებულია ბრალდების მხარის მიერ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე , თუ დაცვის მხარის მიერ არის იგი წარდგენილი . შესაბამისად , იმ შემთხვევაშიც კი , როდესაც სატრანსპორტო საშუალება ან /და მისი მისაბმელი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ არის ნივთიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი , მისი დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის მესაკუთრეს /კანონიერ მფლობელს .

6. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს , რომ ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯების გადახდევინების ამგვარი წესი არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან . კერძოდ , მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულსა და მოწმეს საერთოდ არ აკისრებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის საპროცესო ხარჯების დაფარვის ვალდებულებას . ბრალდებულს /მსჯავრდებულს კი , მხოლოდ ადვოკატის მომსახურებისა და დაცვის მხარის (მისი ან მისი ადვოკატის ) მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების , მოწვეული ექსპერტის , მოწმის ან წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯებს აკისრებს . შესაბამისად , მოსარჩელის განმარტებით , დაზარალებულს ან მოწმეს საერთოდ არ უნდა ეკისრებოდეს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის ანაზღაურება , ხოლო ბრალდებულს /მსჯავრდებულს უნდა ეკისრებოდეს მხოლოდ მისი ინიციატივით წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯები და აღნიშნულის თაობაზე  გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას .

7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სახელმწიფოს , როგორც გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯების ანაზღაურება . აღსანიშნავია ის გარემოებაც , რომ მსგავს შემთხვევაში , მესაკუთრე /კანონიერი მფლობელი , ობიექტური საფუძვლით , ისედაც ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით (დაცულ სადგომზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებით ) გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე . ამასთანავე , სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვა შესაძლებელია გრძელდებოდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში , თვეებისა და წლების მანძილზე , კონკრეტული დანაშაულისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე . ამდენად , სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება , მათ შორის , სატრანსპორტო საშუალება , შესაძლებელია , ინახებოდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში . სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი პერიოდით დაცულ ავტოსადგომზე გაჩერების შემთხვევაში , მცირდება სატრანსპორტო საშუალების თვითღირებულება და დაცულ სადგომზე მისი გადაყვანისა და დგომის საფასური , სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დროისათვის , შეიძლება , აღემატებოდეს მის ღირებულებას . აღნიშნული ხარჯების მესაკუთრისათვის /კანონიერი მფლობელისათვის დაკისრება მაშინ , როდესაც სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესაბამისი ვადით დაცულ სადგომზე დაყოვნება გამოძიების ინტერესს წარმოადგენს , გაუმართლებელ მატერიალურ ზარალს აყენებს მის მესაკუთრეს /კანონიერ მფლობელს .

8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ მსჯავრდებულის /ბრალდებულისთვის , გაუმართლებელი ხარჯების დაკისრება მაშინ , როდესაც ბრალდების მხარის ინიციატივით ხდება სატრანსპორტო საშუალების /მისაბმელის სადგომზე გადაყვანა , არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მოთხოვნას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონტექსტში და უარეს , წამგებიან მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს .

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი , რომლის მიხედვითაც , სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდა ეკისრება მის მესაკუთრეს /კანონიერ მფლობელს მაშინ , როდესაც სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ხდება ბრალდების მხარის ინიციატივით , არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებსა და 31- მუხლის პირველ პუნქტს .

 II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს . ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით კი  განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და , შესაბამისად , არ მიიღება არსებითად განსახილველად .

2. №1870 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი , მათ შორის , „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებსაქართველოს კანონის 71 მუხლის მე -3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ მსჯავრდებულის /ბრალდებულისთვის გაუმართლებელი ხარჯების დაკისრება მაშინ , როდესაც ბრალდების მხარის ინიციატივით ხდება სატრანსპორტო საშუალების /მისაბმელის სადგომზე გადაყვანა , არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონტექსტში და უარეს , წამგებიან მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს .

3. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი , როგორიცაა სამართალწარმოების მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპები . საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით , „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას , აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი საიმისოდ , რათა წარადგინონ მათი პოზიციების სასარგებლო არგუმენტები . იმავდროულად , ამ პრინციპის უმთავრესი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ამ მიზნისთვის ეს პრინციპი ეყრდნობა ორივე მხარის მიერ არგუმენტების თავისუფლად წარდგენის შესაძლებლობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-27).

4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებშიმხარეს უნდა ჰქონდეს საქმისწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის , მტკიცებულების იმ პირობებში მოპოვება -წარდგენის და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა , რომელიც არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-8). მხარეთა შორის მითითებული ბალანსი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო ღონისძიებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ თანასწორობას , ასევე , აღნიშნულ ღონისძიებათა შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ხასიათის მტკიცებულების საკუთარი პოზიციის დასაბუთებისათვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების ჩაურევლად მიღებასა და სამართალწარმოებაში მონაწილეობას დამოუკიდებლად განსაზღვრულ სტრატეგიაზე დაყრდნობით .

5. სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება გულისხმობს არა მხარეთა სრულ , ტოტალურ გათანაბრებას , არამედ მათთვის გონივრულობის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას , დაცვის მხარის აღჭურვას იმგვარი საპროცესო უფლებებით , რომ შეძლოს ბრალდების მხარესთან კონკურენცია , სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა . ამ კონტექსტში არ უნდა არსებობდეს იმგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება , რომელიც ბრალდების მხარეს ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში , მიანიჭებს მას რაიმე ისეთ პრივილეგიას , რომლის დაბალანსებაც მთლიანი პროცესის განმავლობაში ვერ მოხდება და დაცვის მხარე არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-19).

6. ამდენად , მოსარჩელე მხარემ სადავო ნორმის შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან წინააღმდეგობის სამტკიცებლად , უნდა დაასაბუთოს , რომ საკანონმდებლო მოწესრიგება ბრალდების მხარეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში , ანიჭებს მას ისეთ პრივილეგიას , რომლის დაბალანსებაც არ ხდება მთლიანი პროცესის განმავლობაში და ამით დაცვის მხარეს აყენებს არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში .

7. სადავო ნორმა ადგენს ნივთიერი მტკიცებულების - სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებაზე ვალდებულ პირს , იგი არ განსაზღვრავს რომელიმე მხარის მიერ საგამოძიებო ღონისძიებების განხორცილების შესაძლებლობას , არ აწესრიგებს მტკიცებულებების მოპოვების , სასამართლოში წარდგენისა თუ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის წესს . აღსანიშნავია , რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტი , რომელიც წარმოაჩენდა , სადავო ნორმიდან იმგვარი შეზღუდვის არსებობას , რომლის პირობებშიც , დაცვის მხარე უარეს სამართლებრივ მდგომარეობაშია ჩაყენებული და , ამ მხრივ , ირღვევა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპი . ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ , კონსტიტუციურ სარჩელში , მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს უფლების შეზღუდვაზე . ამგვარი ზოგადი მითითება კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის .

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1870 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებსაქართველოს კანონის 71 მუხლის მე -3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველადსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე .

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს , რომ №1870 კონსტიტუციური სარჩელი , სხვა მხრივ , აკმაყოფილებსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის აღნიშნული ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი .

 III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31- მუხლის , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1870 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებსაქართველოს კანონის 71 მუხლის მე -3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან მიმართებით .

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1870 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებსაქართველოს კანონის 71 მუხლის მე -3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია .

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილი

ვა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე