„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025211
318
04/08/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
040030000.10.003.025211
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №318

2025 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლის:

1.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

100 ლარი

5 სამუშაო დღე

200 ლარი

1 სამუშაო დღე

300 ლარი“.

 2.  მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

20 სამუშაო დღე

100 ლარი

5 სამუშაო დღე

200 ლარი

1 სამუშაო დღე

300 ლარი“.

 

 

  3. მე-3−51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.

ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება:

 

 

ა) ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ფიზიკური შემოწმების გარეშე

5 სამუშაო დღე

100 ლარი

არასამუშაო საათები,

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

300 ლარი

ბ) ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ინსპექტირებით

5 სამუშაო დღე

250 ლარი

არასამუშაო საათები,

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

300 ლარი

გ) საფოსტო გზავნილის, მგზავრის ბარგის, ხელბარგის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება

5 სამუშაო დღე

50 ლარი

არასამუშაო საათები,

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

200 ლარი

4.

ვეტერინარული სერტიფიცირება:

 

ა) ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიცირება, გარდა ცოცხალი ცხოველების ექსპორტისა

5 სამუშაო დღე

200 ლარი

1 სამუშაო დღე, არასამუშაო

საათები,

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

300 ლარი

ბ) ცოცხალი ცხოველების ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა

1 სამუშაო დღე, არასამუშაო

საათები,

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

300 ლარი

5.

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიცირება (გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა)

5 სამუშაო დღე

100 ლარი

3 სამუშაო დღე

150 ლარი

1 სამუშაო დღე

300 ლარი

51.

სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემა

5 სამუშაო დღე

100 ლარი

3 სამუშაო დღე

150 ლარი

1 სამუშაო დღე

300 ლარი“.

  4. მე-7 პუნქტის:

 ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეროვნული რეჟიმით პირველადი რეგისტრაცია

115 სამუშაო დღე

1500 ლარი

60 სამუშაო დღე

2000 ლარი“;

 

 

 

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში პირველი რიგის ცვლილების რეგისტრაცია

35 სამუშაო დღე

100 ლარი

20 სამუშაო დღე

150 ლარი“.

5. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.

პესტიციდის ან აგროქიმიკატის

ხარჯვის ნორმის

დაანგარიშება/კორექტირება

20 სამუშაო დღე

400 ლარი

10 სამუშაო დღე

600 ლარი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 15 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე