„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 08/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025246
353
14/08/2025
ვებგვერდი, 15/08/2025
040030000.10.003.025246
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2025 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

1. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“.

2. მე-10 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის;“.

 3. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.“.

4. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 8 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე