„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017611
82
26/08/2025
ვებგვერდი, 27/08/2025
140130000.22.034.017611
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №82

2025 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის 41, მე-5, 51, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღები/დასანიშნი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ბ.ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

ბ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორის ან მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღები/დასანიშნი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

გ.ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

გ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, ინიშნება დეტექტივის ან უბნის უფროსი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე და დანიშვნის მომენტისთვის აქვს სამინისტროს სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ან ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება;

ე) მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, თუ მას გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა/კურსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე