,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016384
01-770
17/09/2025
ვებგვერდი, 23/09/2025
480040000.22.030.016384
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-770

2025 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საანგარიშგებო პერიოდში №5 და №6 დანართებით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 3100 ევროსა და 3495 აშშ დოლარის ოდენობით.“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი

დანართი №3

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1  

2

3

1

მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე; სამინისტროს დირექტორატის დირექტორი, დეპარტამენტის უფროსი; მინისტრის კაბინეტის უფროსი, საგანგებო დავალებათა ელჩი

100

2

დირექტორატის დირექტორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

75

3

სამმართველოს უფროსი

70

4

მრჩეველი

65

5

პირველი მდივანი

60

6

მეორე მდივანი

55

7

მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი, უსაფრთხოების ოფიცერი

50

8  

მძღოლი

40