დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-17. 17252696 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016031 |
|
ქ. ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2025 წლის 12 აგვისტოს №47 ოქმის საფუძველზე:
1. ქ. ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩა) ეწოდოს ივანე კუპრაძის სახელობის ქუჩა, განკარგულებაზე თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. 2. ქ. ბორჯომში, თორის ქუჩის მიმდებარედ მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩა) – არდაგნის ფინური ბინების დასახლებას ეწოდოს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქუჩა, განკარგულებაზე თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები