დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 434 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025328 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის:
1. 28-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის (აქტის) რეკვიზიტები, გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დაკარგული/დაზიანებული/გაუქმებული ფირნიშის ნომერი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერა;“. 2. 28-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ვ) იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში შეტანის შემდეგ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი არ გაუქმდება. შესაბამის ფირნიშის ნომერს ელექტრონულად მიენიჭება სტატუსი (დაკარგული/ დაზიანებული/გაუქმებული) და მის ნაცვლად, დადგენილი წესით, გაიწერება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც დადგენილ ვადაში აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (გაუქმებული/ დაკარგული/დაზიანებული) ფირნიშის საფუძველზე, ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაწერისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში ჩაიწერება ახალი ხე-ტყით მოსარგებლის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე შეცდომა დაშვებულია ელექტრონულ სისტემაში შეტანილ ინფორმაციაში, შეცდომის გასწორება უნდა მოხდეს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე, „შეცდომის გასწორების“ უწყისიდან.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები