დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 047 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 30/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.70.082.016175 |
|
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016017) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“ ქვეპუნქტი: „პ2) საქართველოს პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან.“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სტრატეგიული განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მათი შესრულების პერიოდულ მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას; ბ) პროკურატურის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; გ) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებებით სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგს; დ) არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის კოორდინაციის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და მიმოცვლას, პროგრამის დახვეწის მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ე) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებებით შესაბამისი ანალიზებისა და სახელმძღვანელო მითითებების მომზადებას; ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმძღვანელო მითითებების შესრულების კონტროლს; ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას; თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ თემატურ საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს; ი) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებებით სახელმწიფო უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციას; კ) პროკურატურის განვითარების უზრუნველსაყოფად უცხოური პრაქტიკის შესწავლას; ლ) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებების განვითარების უზრუნველსაყოფად ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადებასა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას; მ) შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადი სტანდარტების შემუშავებასა და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობას; ნ) საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისა და რეკომენდაციების შესწავლას/ანალიზს; ო) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაციას; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფებში, კომისიებსა და უწყებათაშორის საბჭოებში მონაწილეობასა და პროკურატურის წარმომადგენლობას; ჟ) დანაშაულის პრევენციის მიზნით უცხოური პრაქტიკის შესწავლასა და განზოგადებას; რ) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული მიმართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ1) ყოველი წლის იანვარში გენერალურ პროკურორს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“; ბ) „ლ 2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები