დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017189 |
|
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ, №78, 31/07/2003; 470.230.000.11.119.005.964) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“; |
ბ)
პირველი პუნქტის: |
ბ.ა)
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფარმაცევტული საქმიანობის საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი (დანართი № 1).“; |
ბ.ბ)
„ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სპეცილურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალება) გაცემის სპეციალურ ფორმა (დანართი №9); კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალება) საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა საბითუმო რეალიზატორისთვის (დანართი №10);“; |
ბ.გ)
„ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ხ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ხ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, პაციენტებზე გაცემის წესი (დანართი № 31).“; |
გ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით გათვალისწინებული საბითუმო რეალიზატორისთვის შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემა და მისი პერიოდული განახლება, საბითუმო რეალიზატორთან ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული: |
ა)
№2 დანართის (აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესი) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებები ინახება სპეციალურად გამოყოფილ უფანჯრო ოთახში, ცეცხლგამძლე სეიფში; ოთახს უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები, რკინის კარები და გააჩნდეს ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციები; აფთიაქი, სადაც ინახება ნარკოტიკული საშუალებები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეიარაღებული დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქი ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, დასაშვებია ნარკოტიკული საშუალებების შენახვა და გაცემა განხორციელდეს პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში.“; |
ბ)
№1, №9 და №10 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
3.
ბრძანებას დაემატოს №31 დანართი (ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, პაციენტებზე გაცემის წესი), თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები