„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.023.016978
2-19
23/01/2026
ვებგვერდი, 26/01/2026
390050000.22.023.016978
„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-19

2026 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1

„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 17/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 390050000.22.023.016767) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:

1. პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ტყის სფეროში განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე ტყის მართვის ორგანოების, სანერგეების, ტყე პარკების, დენდროლოგიური პარკებისა და ბოტანიკური ბაღების, მუნიციპალიტეტების, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, აგრეთვე ტყის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობაში გაწეული ღვაწლისთვის ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა (შემდგომში – დასაქმებული) წახალისების წესს.

მუხლი 2. წახალისების წესი

1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. მინისტრი დასაქმებულთა წახალისებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, ქმნის დასაქმებულ პირთა წახალისების განმხილველ კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც მინისტრს წარუდგენს გადაწყვეტილებას წასახალისებელი დასაქმებულ(ებ)ის კანდიდატურ(ებ)ის შესახებ (შემდგომში – გადაწყვეტილება).

3. შუამდგომლობას დასაქმებულის წახალისების შესახებ, კომისიას წარუდგენს ამ წესის პირველ მუხლში გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტი, ამ წესის დანართ №1-ში წარმოდგენილ შევსებულ ფორმასთან ერთად.

4. ამ წესის დანართ №1-ში წარმოდგენილი ფორმის არასწორად ან არასრულად შევსების შემთხვევაში, კომისიის სხდომის მდივანი უფლებამოსილია, შუამდგომლობა დაუბრუნოს წარმდგენ სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კომისიის სხდომის მდივანს უფლება აქვს, კომისიას არ წარუდგინოს შუამდგომლობა განსახილველად.

5. კომისია შუამდგომლობის საფუძველზე, შეისწავლის ამ წესის დანართ №1-ში წარმოდგენილ შევსებულ ფორმას, წასახალისებელი პირის შესახებ თანდართულ ინფორმაციასთან ერთად და მინისტრს წარუდგენს კომისიის გადაწყვეტილებას დასაქმებულის წახალისების მიზანშეწონილობის შესახებ.

6. თუ წასახალისებლად წარდგენილი დასაქმებული ამავდროულად არის კომისიის წევრი, დაუშვებელია მონაწილეობდეს კომისიის მიერ საკითხის განხილვის პროცესში.

7. დასაქმებული მადლობის გამოცხადებისთვის შეიძლება წარდგენილ იქნეს სხვადასხვა ჯერზე. „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება ხორციელდება დასაქმებულის მიმართ ერთჯერადად, ამასთან, აღნიშნული წახალისების ფორმები ერთმანეთის მიმართ დამოუკიდებელია და ერთ-ერთი მათგანის მინიჭება არ გამორიცხავს მეორე წახალისების ფორმის მინიჭებას იმავე პირისთვის.

8. დაჯილდოება შეიძლება დასაქმებულის გარდაცვალების შემდეგაც.

9. დასაქმებულის გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში, ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებული დასაქმებულის ოჯახს, ხოლო თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მემკვიდრე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯილდო რჩება სუბიექტს, რომელმაც წახალისების მიზნით შუამდგომლობის საფუძველზე წარადგინა დასაქმებული.

მუხლი 3. წახალისების ფორმები

1. დასაქმებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება;

ბ) სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

გ) მადლობის გამოცხადება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ზოგიერთი წახალისების ფორმა კალენდარული წლის განმავლობაში გამოიყენება განსაზღვრული რაოდენობით:

ა) „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდება წელიწადში მიენიჭება არაუმეტეს 2 პირს;

ბ) სპეციალური სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება წელიწადში არაუმეტეს 7 პირი.

3. კომისია კანდიდატურას განიხილავს მხოლოდ იმ წახალისების ფორმის მიხედვით, რომლითაც შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა დასაქმებულის წარდგენა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენების შემთხვევაში, გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელიც გაცნობის მიზნით ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ სუბიექტს და შეიტანება წახალისებული პირის პირად საქმეში.

5. წახალისებულ დასაქმებულს ეძლევა წახალისების დამადასტურებელი სიგელი.

6. შუამდგომლობის წარმდგენი სუბიექტები, გარდა ამ წესით დადგენილი წახალისების ფორმებისა, უფლებამოსილნი არიან მათთან დასაქმებული პირების მიმართ გამოიყენონ მათი შინაგანაწესით ან/და სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წახალისების ფორმები.

7. წახალისების ფორმის გამოყენება არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას პირის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

8. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე პირის წარდგენა წახალისების მიზნით.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდებით ჯილდოვდება აკადემიური განათლებით მეტყევე ან/და სატყეო საქმის სპეციალისტი, რომელმაც ტყის სფეროში იმუშავა არანაკლებ 25 წელი, გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით, აქვს მნიშვნელოვანი წვლილი პრაქტიკულ ან/და სამეცნიერო საქმიანობაში და განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტყის სფეროს განვითარებაში.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება დასაქმებული, რომელმაც ტყის სფეროში იმუშავა არანაკლებ 10 წელი, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტყის სფეროს განვითარებაში ან/და გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიული მიღწევებით.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მადლობის გამოცხადება ხდება იმ დასაქმებულის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ყოველდღიურ საქმიანობაში ან/და განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის კონკრეტული პროექტის, ღონისძიების ან ამოცანის წარმატებით განხორციელებაში.“.

2. მე-6  და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. კომისიის ფუნქციები

კომისია:

ა) განიხილავს დასაქმებულის წახალისებისთვის წარდგენილ დოკუმენტაციას, ადგენს მის სისწორეს და შესაბამისობას საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს ან დაავალებს შუამდგომლობის წარმდგენ სუბიექტს წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია;

გ) დასაქმებულის წახალისების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით, კომისია გამოსცემს გადაწყვეტილებას და წარუდგენს მინისტრს.“.

მუხლი 7. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. იგი ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებას. თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ირჩევა კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით.

3. კომისიის სხდომის მდივნის ფუნქციას ასრულებს სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

4. კომისიის სხდომა იმართება წელიწადში სულ მცირე ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა კომისია თავმჯდომარის მიერ მოწვეულ იქნეს რიგგარეშედ.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება წინასწარ.

6. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 .

7. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრეთა ნახევარზე მეტი.

8. კომისიის წევრთა ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს.

9. კომისიის სხდომაზე წასახალისებელი დასაქმებულის კანდიდატურას წარადგენს შუამდგომლობის წარმდგენი სუბიექტის წარმომადგენელი.

10. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის, განსხვავებული აზრი და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც აწარმოებს კომისიის სხდომის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. თავმჯდომარე და კომისიის სხდომის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე. კომისიის სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში.

11. კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება მინისტრს.“.

3.  ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1:

დანართი №1               

 

წასახალისებელი პირის წარდგინების ფორმა

ორგანიზაცია/უწყება

 

საკონტაქტო პირი (სახელი, გვარი,ტელეფონის ნომერი)

 

წასახალისებელი პირის სახელი, გვარი

 

 

ცხრილი 1

საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდება

განათლება (ფაკულტეტი, სპეციალობა)

 

სატყეო სფეროში მუშაობის გამოცდილება (მიუთითეთ წლები)


შენიშვნა: არანაკლებ 25 წელი

 

 

მნიშვნელოვანი მიღწევები პროფესიულ და პრაქტიკულ საქმიანობაში

 

(არაუმეტეს 100 სიტყვა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამეცნიერო საქმიანობაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები

 

(არაუმეტეს 100 სიტყვა)

 

ტყის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი

 

(არაუმეტეს 100 სიტყვა)

 

 

 

ცხრილი 2

სპეციალური სამკერდე ნიშნის გადაცემა

სატყეო სფეროში მუშაობის გამოცდილება (მიუთითეთ წლები)


შენიშვნა: არანაკლებ 10 წელი

 

მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევები

 

(არაუმეტეს 70 სიტყვა)

 

ტყის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი

 

(არაუმეტეს 50 სიტყვა)

 

 

ცხრილი 3

მადლობის გამოცხადება

მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევები

 

(არაუმეტეს 70 სიტყვა)

 

ბოლო წლებში კონკრეტული პროექტის, ღონისძიების ან ამოცანის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილი

(არაუმეტეს 50 სიტყვა)

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი