„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017606
1122
31/10/2025
ვებგვერდი, 03/11/2025
100110000.22.027.017606
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1122

2025 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016841) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციური კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და 145-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:“;

გ) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სპეციალური პენიტენციური სამსახური) ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) თანდართული ნიმუშები.

11. ეს ბრძანება ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა (გარდა ამ დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს მოსამსახურეებისა) და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებზე.“.

2. ბრძანების დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშები“;

ბ) №3 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე მამაკაცის გამოსასვლელი ფორმა“;

გ) №4 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე ქალის გამოსასვლელი ფორმა“;

დ) №5 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე (რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“;

ე) №6 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე (რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“;

ვ) №7 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“;

ზ) №8 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“;

თ) №9 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (გარდა საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოსი) მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“;

ი) №10 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (გარდა საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოსი) მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“;

კ) №11 პლანშეტი ამოღებულ იქნეს;

ლ) №12 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“;

მ) №13 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“;

ნ) №14 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს (გარდა სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოსი) მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“;

ო) №15 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს (გარდა სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოსი) მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“;

პ) №16 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“;

ჟ) №17 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია