დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016570 |
|
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 010250020.35.119.016392; 13/03/2019) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პროგრამის II თავის 61 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემისას ქულის გადამოწმება ხორციელდება „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.“. 2. პროგრამის II თავის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პირი რომელიც არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მის მიმართ დაფინანსება/თანადაფინანსება ხორციელდება „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.“ 3. პროგრამის II თავის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ ქვეპუნქტი. 4. პროგრამის II თავის 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი. 5. პროგრამის II თავის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანადაფინანსება ხორციელდება „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები