„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016960
288/04
16/12/2025
ვებგვერდი, 16/12/2025
220090000.18.011.016960
„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №288/04

2025 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, ს/კ: 220090000.18.011.016920) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ფიზიკური პირი (გარდა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ანგარიშვალდებულმა პირმა ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელსაც აქვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ვალიდურობის დადგენის შესაძლებლობა ან ვერიფიკაციის მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს, სულ მცირე, 1 (ერთი) თეთრის (ეკვივალენტი) ჩარიცხვა კლიენტის სახელზე არსებული სხვა ანგარიშიდან ან/და სხვა სანდო მეთოდი. 1 (ერთი) თეთრის ჩარიცხვა დაუშვებელია განხორციელდეს მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში  არსებული ანგარიშიდან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში). ამ წესის მიზნებისთვის ოფშორული ზონა არის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ქვეყნები/ტერიტორიები.“;

ბ) მე-18 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიზიკური პირი არის მაღალი რისკის იურისდიქციის/ოფშორული ზონის მოქალაქე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში, აგრეთვე, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში ბინადრობის უფლება);

ბ) ფიზიკური პირი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში), რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში ბინადრობის უფლება);“;

გ) 21-ე  24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დაუშვებელია საერთაშორისო ჩარიცხვისა და გადარიცხვის ოპერაციების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციებთან/ოფშორულ ზონებთან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში) იმ კლიენტის მიერ, რომლის მიმართაც პრევენციული ღონისძიებები ელექტრონულად განხორციელდა.

22. ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, მის მიერვე შემუშავებული შიდა ინსტრუქციის საფუძველზე, გამოავლინოს მაღალი რისკის იურისდიქციებთან/ოფშორულ ზონებთან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში) დაკავშირებული საერთაშორისო ჩარიცხვისა და გადარიცხვის ოპერაციები, რომლებიც განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების მიღების მიზნით იმ კლიენტების მონაწილეობით, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები ელექტრონულად განხორციელდა. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი ვალდებულია გადახედოს კლიენტის რისკის დონეს და მასთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობას, ასევე, კლიენტთან მიმართებით გაატაროს ღონისძიებები, რომელიც მასთან დაკავშირებული რისკის თანაზომიერი იქნება.

23. კლიენტის მიერ, რომლის მიმართაც პრევენციული ღონისძიებები ელექტრონულად განხორციელდა, ისეთი საბარათე გადახდის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციებთან/ოფშორულ ზონებთან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის  ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში), ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც დროულად განხორციელდება ასეთი ოპერაციების გამოვლენა და ოპერაციების განმახორციელებელი კლიენტების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება რისკების შემცირების მიზნით.

24. ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, არ დაუშვას საბარათე გადახდის ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციებთან/ოფშორულ ზონებთან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში), იმ კლიენტთა მიერ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები ელექტრონულად განხორციელდა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა