დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 4 აპრილის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016429 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 4 აპრილის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 4 აპრილის №29 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა" №65 (22.570), 11.04.06., გვ.6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სახელმწიფო კონტროლი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ.“; ბ) დადგენილების 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცებას; ბ) „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები