„საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016956
263/04
20/11/2025
ვებგვერდი, 21/11/2025
220090000.18.011.016956
„საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №263/04

2025 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის №70/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 05/09/2011; ს/კ: 220090000.18.011.016038) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის პრეზიდენტი, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე განსაზღვრავს ჩასატარებელი აუქციონის სახეს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე, ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან/და ვებგვერდზე   www.eauction.ge.   გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: 

ა) აუქციონის ჩატარების თარიღს  და ადგილს;

ბ) აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღების დაწყების და დამთავრების თარიღს;

გ) სარეალიზაციო ქონების დასახელებას და საწყის ფასს;

დ) ბეს ოდენობას და შეტანის წესს;

ე) ბიჯის ოდენობას;

ვ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია ჩათვლის მიზანშეწონილად.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.“.

3. მე-3 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააუქციონო კომისია ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.

12. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს საბუთების დახარისხებას და დაარქივებას, არქივში ინახება შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი;

ბ) მონაწილის ბილეთი;

გ) აუქციონის შედეგების ოქმი;

დ) ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი;

ე) ბანკის პრეზიდენტის განკარგულება ბანკის ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ;

ვ) კომისიის სხდომის ოქმი ქონების რეალიზაციის შესახებ;

ზ) მიღება-ჩაბარების აქტი;

თ) ელექტრონული ჟურნალის ამობეჭდილი ვერსია.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის ოქმის ხელმოწერიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველი  ვალდებულია უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს ქონების ღირებულება სრულად ან  ნახევარი  მაინც.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შესაძენი ქონების ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკის მიერ  განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულ რეკვიზიტებზე როგორც ცალ-ცალკე ლოტების შესაბამისად, ასევე მთლიანი თანხით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საგადახდო დავალების შინაარსის ველში მითითებული უნდა იყოს შესაძენი ლოტების ჩამონათვალი შესაბამისი ბეს მითითებით.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. შეძენილი ქონების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით,  ბანკის მიერ განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულ რეკვიზიტებზე როგორც ცალ-ცალკე ლოტების შესაბამისად, ასევე მთლიანი თანხით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საგადახდო დავალების შინაარსის ველში მითითებული უნდა იყოს შესაძენი ლოტების ჩამონათვალი შესაბამისი თანხების მითითებით.“.

5. მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. ელექტრონული აუქციონი

1. ბანკის ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის გზით აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით, აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და წესების, აგრეთვე ამ მუხლის, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3-მე-9 პუნქტების, მე-3 მუხლის მე-2-მე-11 პუნქტების და მე-12 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-9-მე-15 პუნქტების და მე-17 პუნქტის, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად.

2. ელექტრონულ აუქციონთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა იმ საკითხებისა,  რომლებიც ამ დებულების მიხედვით ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება) გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია.

3. ბანკის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, კომისიის მიერ დგება სხდომის ოქმი, ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის მეშვეობით რეალიზაციის შესახებ.

4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ელექტრონული აუქციონის  დამთავრებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი აუქციონის შედეგების ოქმს (დანართი №4).“.

6.  დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა