„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.10.003.025399
505
14/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
140130000.10.003.025399
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №505

2025 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 61 და 62 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და  26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ III, №113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ – „რ“ ქვეპუნქტები:

„ნ) ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

ო) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას;

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას;

ჟ) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას;

რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სასიგნალო იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის, საქართველოდან გატანისთვის, გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის შესაბამის ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციითა (ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − ხელახალი რეგისტრაციით) და A, B, C, D, F და S კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით. იარაღის რეგისტრაციის შედეგად სააგენტო გასცემს:

ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა;

ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას:

ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;

ბ.ბ) იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;

ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელსაც, იმავდროულად, მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;

გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში მოსარგებლის (გარდა ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) საკუთრებაში არსებულ იმ იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;    

დ) D კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − მოსარგებლეზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა;

ე) F კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − იარაღის ძირითადი ელემენტის დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით რეგისტრაციისას, თუ აღნიშნული ელემენტის, იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შედეგად იარაღის საერთო სიგრძე იცვლება ისე, რომ იწვევს იარაღის ტიპის (გრძელი იარაღიდან მოკლე იარაღად ან პირიქით) ცვლილებას და თუ ძირითადი ან/და დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღი საჭიროებს სხვადასხვა სახის იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით და შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას. ამასთან, რეგისტრაციითა და F კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობით დასტურდება:

ე.ა) იარაღზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 55 სმ-ს და იგი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს;

ე.ბ) იარაღზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 55 სმ-ს და იგი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ამ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლ იარაღს;

ვ) S კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.“.

2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21

1. სასიგნალო იარაღი არის იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად და რომელშიც პიროტექნიკური მუხტი მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიით.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ − „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა იმგვარ სასიგნალო იარაღზე, რომლიდანაც შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მიწოდება მრავალჯერადად ხორციელდება და შესაძლებელია მისი განმეორებითი დამუხტვა და გამოყენება (მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი).

3. იმგვარი სასიგნალო იარაღი, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის ერთჯერადად მისაწოდებლად და განმეორებით გამოყენებას არ ექვემდებარება (ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი), სააგენტოში არ რეგისტრირდება და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვა არ გაიცემა. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია, მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სასიგნალო იარაღზე გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ − „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს.

5. თუ იარაღის უფლებამოსილი დამამზადებლის მიერ დამზადებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული იარაღიდან შესაძლებელია სასიგნალო ვაზნის გასროლა, მასზე გავრცელდება სასიგნალო იარაღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) ან/და სასიგნალო იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი ფორმის თანხმობა.“;

გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტო უფლებამოსილია, უფლებრივად შეუზღუდავი და აღურიცხავი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და სასიგნალო იარაღის (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) წარმდგენ ფიზიკურ პირზე (მფლობელზე) გასცეს შეძენის ნებართვა და განახორციელოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ლეგალიზაცია). ლეგალიზაციისათვის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და სასიგნალო იარაღის მფლობელის მიერ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და სასიგნალო იარაღის ლეგალიზაციის თაობაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;

გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12. იარაღის ლეგალიზაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და სასიგნალო იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა.“;

დ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღზე ან/და სასიგნალო იარაღზე (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) საკუთრების უფლების სხვა ფიზიკურ პირზე გადაცემისათვის უფლების გადამცემმა და მიმღებმა პირებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე;

ბ) უფლების გადამცემისა და მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

15. მემკვიდრეობით მიღებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და სასიგნალო იარაღის (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის მემკვიდრის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება;

დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ვ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სამოქალაქო ცეცხლსასროლ ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და სასიგნალო იარაღის ფიზიკურ პირზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.“.

4. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სასიგნალო იარაღის საქართველოში შეძენისა და შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა;

გ) სასიგნალო იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ე) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

5. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი 51 და 52 მუხლები:

„მუხლი 51

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასიგნალო იარაღის ან/და აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოს ტერიტორიაზე გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა შესაძლებელია, განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის საფუძველზე. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა პირზე, რომელსაც, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, აქვს სასიგნალო იარაღისა და ვაზნების შეძენის უფლება.

2. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) განცხადება, რომელშიც მითითებულია სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის შენახვისა და მიტანის ადგილი, გადაადგილების დრო და მიზანი, გადასატან-გადასაზიდი, გადასაგზავნი იარაღის ან/და ვაზნის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.);

გ) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ე) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;

ვ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა;

ზ) ნებართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს სამი თვის ვადით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ თითოეულ ჯერზე სასიგნალო იარაღის არაუმეტეს 10 ვაზნის გადატანა-გადაზიდვა.

მუხლი 52

1. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქართველოში შემოსატანი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის რაოდენობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ე) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება, მიეთითოს რეგისტრაციის ვადის დადგომამდე საქართველოში შემოტანილი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის დროებითი შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სასიგნალო იარაღი ან/და ვაზნა დროებითი შენახვის ადგილზე.

3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება, მიეთითოს საქართველოში შემოტანილი ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სასიგნალო იარაღი ან/და ვაზნა შენახვის ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების დრო).

5. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა (თანხმობა);

ბ) სასიგნალო იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

გ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ნებართვის გაცემისათვის სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ სასიგნალო იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, სამეცნიერო ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისას, ნებართვის მაძიებლის თხოვნის საფუძველზე, შეიძლება, იმავდროულად გაცემულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვაც.

8. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა:

ა) ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული სასიგნალო იარაღის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და აღნიშნულ თითოეულ სასიგნალო იარაღზე ერთდროულად არაუმეტეს 10 ერთეული ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში;

ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებულ ერთ სასიგნალო იარაღზე არაუმეტეს 10 ერთეული ვაზნის, მაგრამ ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული სასიგნალო იარაღის პროპორციული რაოდენობისა, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.

9. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სასიგნალო იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა (მაგრამ ერთი ნებართვის ფარგლებში არაუმეტეს 20 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა.

10. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან საქართველოში მომწვევმა მხარემ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და შემოსატანი და გასატანი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში დროებითი შენახვის ადგილის მითითებით;

ბ) საქართველოში შემოსატანი და გასატანი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (ან დოკუმენტის ასლი);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოსაწვევი;

ე) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ვ) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომწვევი პირის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისათვის დადგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადასაცემად გადაეცემა მომწვევ პირს.

12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვაში შეიძლება, დამატებით მიეთითოს საქართველოში შემოტანილი იარაღის დროებითი შენახვის ადგილი.

13. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა/დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“.

6. 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები გაიცემა ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი ან სასიგნალო იარაღი;

ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გ) ნებართვის მაძიებელი ახორციელებს იარაღის ხელახალ რეგისტრაციას.“.

7. 95 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე