საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1072-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.102861
1072-IVმს-XIმპ
25/11/2025
ვებგვერდი, 27/11/2025
390000000.05.001.102861
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 390000000.05.001.019838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 93-ე მუხლის:

ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.  ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2027 წლის 1 იანვრამდე.“;

ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2027 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.“.

2. 98-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ნოემბერი 2025 წ.

N1072-IVმს-XIმპ