დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016696 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი; „ო1) წერილობითი მიმართვიდან 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შეთავსებით სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით შესრულების დასაშვებობასთან დაკავშირებით, საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (აპარატის უფროსის), აგრეთვე საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიმართ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 ოქტომბრის №482 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 302 მუხლით დადგენილი წესით, რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს უმრავლესობისა და საკრებულოს ოპოზიციის სიებს;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, საკრებულოს მორიგ სხდომამდე არანკლებ ერთი კვირით ადრე. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ან/და კომისიის/ფრაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესები. 2. საკრებულოს ბიუროს სხდომა, როგორც წესი, ტარდება ამ რეგლამენტის 54-ე მუხლით განსაზღვრული განრიგით. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ასევე განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება ბიუროს სხდომის ჩატარებამდე, რეგლამენტის 131-ე მუხლის შესაბამისად.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ელექტრონულად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge, საკრებულოს დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის: ა) 1-ლი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; ბ) მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 27 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები