დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1153-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470070000.05.001.102902 |
|
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული პირის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემები კონფიდენციალურია და მათი მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. 3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ამ საბუთის საფუძველზე აღნიშნულ პირს ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პირის იდენტიფიცირება დასაშვებია აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1153-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები