დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 296 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016391 |
|
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 12/07/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016262) წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „281 მუხლი“:
„მუხლი 281. პილოტის დაკვირვება მეტეოროლოგიურ და ოპერატიულ ვითარებაზე 1. როდესაც წარმოიქმნება ისეთი მეტეოროლოგიური პირობები, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა სხ-ების უსაფრთხოებაზე, ამის შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად. შენიშვნა: ფრენის დროს სხ-ზე მეტეოროლოგიური დაკვირვების განხორციელების, ჩაწერისა და მოხსენების პროცედურები მოცემულია ჩიკაგოს კონვეციის მე-3 დანართში, PANS-ATM-ში (Doc 4444), PANS-MET-ში (Doc 10157) და შესაბამის რეგიონულ დამატებით პროცედურებში (Doc 7030). 2. სხ-ის მეთაურმა უნდა გადასცეს ინფორმაცია, თუ ადზ-ის მოჭიდების კოეფიციენტი გადმოცემულზე ნაკლებია. შენიშვნა: ადზ-ის მოჭიდების კოეფიციენტთან დაკავშირებული სპეციალური შეტყობინების პროცედურები მოცემულია PANS-ATM-ის (Doc 4444) მე-4 თავში და პირველ დანართში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები