დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.025431 |
|
„მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, 280120000.10.003.023753) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„ მუხლი 6. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუშაობის უწყვეტობაზე გავლენას არ ახდენს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, მიწისქვეშა სამთო-სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ ის მომდევნო 12 თვის განმავლობაში კვლავ დასაქმდა მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) როგორც იმავე, ისე სხვა დაწესებულებაში/ორგანიზაციაში. ამასთან, სამუშაო სტაჟის ჯამური ოდენობის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელახლა დასაქმებამდე პერიოდი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ 2025 წლის 1 იანვრიდან და კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები