დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 326 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017964 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ III, 23.04.2010 წ., №46, მუხლი 688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:
1. მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 მუხლები: „მუხლი 21. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო 1. სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის ან საჯარო მმართველობის სფეროში; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის ან საჯარო მმართველობის სფეროში; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 3. მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 4. უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. მუხლი 22. საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო 1. სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სფეროში; ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სფეროში; ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 3. მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სფეროში; ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 4. უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სფეროში; ბ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 5. სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ან პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა განათლების მქონე პირს); ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; გ) უცხო ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები