დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017963 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30/11/2009; №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი; გ) შიდა ინსპექტირების სამმართველო; დ) ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო; ვ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო; ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; თ) საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ი) საგამოძიებო დეპარტამენტი; კ) სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი; ლ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; მ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. 45 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 და 47 მუხლები: „მუხლი 46. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს სამსახურის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, სამსახურის პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად სამსახურის უფროსისათვის წინადადებების მომზადება, თანამშრომელთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის საჯარო თანამდებობებზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; დ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამსახურის თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის ბრძანებების რეესტრის წარმოება; ვ) სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება. მუხლი 47. საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების, შესრულების და მოქმედების შეწყვეტა/შეჩერების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება და მათი წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელობისათვის; დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან/შეთანხმებებთან დაკავშირებით სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების სისტემატური აღრიცხვა-განახლება და, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის მათი განსახილველად წარდგენა; ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კომპეტენტური შესაბამისი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება; ვ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების და ეფექტიანად წარმართვის მიზნით ერთობლივი პროექტების ინიცირება, კოორდინაცია და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამართალდაცვით სფეროში საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის საქმიანობაზე მათი ზემოქმედების შეფასება; თ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება და რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით; ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი, სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელობისათვის; კ) საჭიროების შემთხვევაში საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა; ლ) სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება, აგრეთვე ამ დებულების 46 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანებების პროექტების ვიზირება; ნ) სამსახურში შემოსული განცხადებების და საჩივრების განხილვა; ო) სამსახურის ინტერესების წარმოდგენა საქართველოს საერთო სასამართლოებსა და სხვა დაწესებულებებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები