დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27448 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 15/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016790 |
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №27448 2025 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1): ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. თუ საკითხი არ რეგულირდება ამ შინაგანაწესით, საქართველოს შრომის კოდექსით ან სხვა სამართლებრივი აქტებით, გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპები.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ძირითად საქმიანობას შეუთავსოს სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა მხოლოდ სამსახურის უფროსის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: გ.ა) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“; გ.ბ) „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ – „ვ4“ ქვეპუნქტები: „ვ2) დაიცვას ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი მხარდამჭერი დოკუმენტები, როგორიც არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შემადგენელი პოლიტიკები/პროცედურები/პროცესები და სხვა მეთოდური მითითებები; ვ3) მისთვის ხელმისაწვდომი სამსახურის კუთვნილი ინფორმაციული აქტივები გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად და დაიცვას მათი კონფიდენციალურობა; ვ4) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის, მოვლენის ან/და სისუსტის თაობაზე ინფორმაციის/ეჭვის არსებობის შემთხვევაში დადგენილი წესით დაუყოვნებლივ აცნობოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს, ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდს ან/და უშუალო ხელმძღვანელს.“; გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) სამუშაო დღის განმავლობაში პერიოდულად შეამოწმოს/გაეცნოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტასა და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემას (eDocument), ასევე ფუნქციის შესასრულებლად საჭირო სხვა პროგრამებს, გარდა ობიექტური ხელშემშლელი გარემოებების არსებობისა;“; გ.დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის (გარდა გაფრთხილებისა) შეფარდების/ადმინისტრაციული დაკავების, სისხლის სამართლებრივი დევნის, ამ პუნქტში აღნიშნულთან დაკავშირებული სასამართლო საქმისწარმოების შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირებას;“; გ.ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) გულისხმიერად მოეპყრას, არ დააზიანოს, არ დაკარგოს, არ გაანადგუროს, არ გამოიყენოს არასამსახურებრივი დანიშნულებით შესაბამისი წესით მასზე გადაცემულ სამსახურის მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, ძირითადი საშუალებები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები). მიიღოს გონივრული ზომები მასზე გადაცემული სამსახურის მატერიალური ფასეულობების მიმართ მოსალოდნელი ზიანის ასაცილებლად, ხოლო მათი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირებას;“; გ.ვ) „მ“ ქვეპუნქტის შედეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) გულისხმიერად მოეპყრას სამსახურებრივ მოწმობას (ელექტრონულ ბარათს), ხოლო მისი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს და უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირებას;“; დ) 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (გარდა საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი პირველი მოადგილის/მოადგილეებისა) წარმოადგენენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აღნიშნულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.“; ე) მე-4 მუხლის პირველ პუნქტის: ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ - „ბ3“ ქვეპუნქტები: „ბ1) სამსახურის საინფორმაციო ბაზების, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ელექტრონული საქმისწარმოების (eDocument) სისტემის, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ან/და სამსახურებრივი კომუნიკატორის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; ბ2) სხვა თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობით (ელექტრონული ბარათი) სარგებლობა, ან თავისი სამსახურებრივი მოწმობის (ელექტრონული ბარათი) სხვა პირისთვის გადაცემა; ბ3) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სისტემის/რესურსის მომხმარებლის სახელისა და პაროლის სხვა პირისთვის ნებისმიერი ფორმით და საშუალებით გაზიარება;“; ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამსახურის უფროსთან შეთანხმების გარეშე ეკავოს ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას.“; ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სამსახურის უფლებამოსილება სამსახური უფლებამოსილია თანამშრომელთან გააფორმოს ხელშეკრულება სხვა თანამშრომლების/სტაჟიორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სწავლების (პედაგოგიური საქმიანობის) დაფინანსებასთან დაკავშირებით.“; ზ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თანამშრომლის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე/ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში (eDocument) გაგზავნით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია/აქტი თანამშრომლისათვის გაცნობილად ითვლება გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ.“; თ) 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს აწვდის ანგარიშს წინა თვის განმავლობაში სამსახურში არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადებული/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასული თანამშრომელთათვის ხელფასის დაკავებისა და დასაკავებელი ხელფასის ოდენობის თაობაზე. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ამზადებს სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს თანამშრომლის ხელფასის დაკავებას.“; ი) 172 მუხლის: ი.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ და „12“ პუნქტები: „11. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად ისარგებლოს სამსახურის ელექტრონული პროგრამებით, სისტემებით, მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი. 12. უსაფრთხოების მიზნით, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერს/ოფიცერს, ასევე კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოახდინოს სამსახურებრივი კომპიუტერული რესურსებისა და სისტემების სამსახურებრივი მიზნით გამოყენების მონიტორინგი.“; ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დისციპლინური საქმისწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) თვეს იმ დღიდან, როცა უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობის შემთხვევაში მისი დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის შუამდგომლობითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს დამატებით 2 (ორი) თვით. ამასთან, დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება დასაშვებია, თუ დისციპლინური გადაცდენის ჩადენიდან არ არის გასული 3 წელი.“; ი.გ) მე -12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი დისციპლინურ საქმისწარმოებას ახორციელებს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.“; კ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლის დაკავება, მისი ადმინისტრაციული პატიმრობა ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, სამსახურის გადაწყვეტილებით, თანამშრომლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში ან სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების მიმდინარეობისას სტრუქტურული ერთეულის/სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოთხოვნა.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები