დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1324-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.018161 |
1324-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 18/12/2025
110050000.04.001.018161
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა და საკვალიფიკაციო პალატისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1324-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები