„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 546
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.025440
546
16/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
010320000.10.003.025440
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №546

2025 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

1. 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირს (მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე) ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აყვანილი იქნება კვების კმაყოფაზე, აუნაზღაურდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმის მხოლოდ 30%.“.

2. 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:

„102. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მივლინებით საქართველოს ფარგლებში წარგზავნის შემთხვევებზე. აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 20 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე