დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილი №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016527 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 28.04.2015. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.120.016159) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობები და შერჩევის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობები და შერჩევის წესი“. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ლ) მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი. მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და აისახება საკონკურსო პირობაში. მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი შეიძლება იყოს დიფერენცირებული, ნაშთის ოდენობის მიხედვით“. 6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი: „მუხლი 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შერჩევა ბაზრის კვლევის შედეგით 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკი შეიძლება შეირჩეს ბაზრის კვლევის შედეგით. 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის ბაზრის კვლევის შედეგით შერჩევის მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, იმ კომერციულ ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის პირველი მუხლის მოთხოვნებს, წერილობით უგზავნის პირობებს. წერილობითი პირობები განისაზღვრება ამ წესის პირველი მუხლის მიხედვით. 3. კომერციული ბანკის მიერ წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს 10 დღის ვადაში პირობების ჩაბარებიდან. 4. კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადება უნდა პასუხობდეს ამ წესის პირველი და მე-3 მუხლების მოთხოვნებს. 5. კომერციული ბანკის შერჩევას ახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ამ წესის მე-3 მუხლის მიხედვით. 6. ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, ამ წესის მე-4 მუხლის მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები