„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017425
138
23/12/2025
ვებგვერდი, 24/12/2025
120000000.22.026.017425
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №138

2025 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებით (ვებგვერდი, 19/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017164) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ თავდაცვის კოდექსით დადგენილი პირობებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, აგრეთვე მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის და მოხალისის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის ზედამხედველობა;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2ქვეპუნქტი:

„ჟ2) ამტკიცებს მოხალისეთა ორგანიზაციების მართვის ორგანოების სტრუქტურისა და არჩევის ზოგად წესს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 13 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი