დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1343-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102923 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1152 მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 2. 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5−მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 3. 123-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდეს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან. 2. პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, 451 მუხლით ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდეს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან. 3. იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო აქვს შეჩერებული, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭოს. მუხლი 3 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტოს ამ კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს იმავე ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა არ მოეთხოვება. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე. 4. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მუხლი 4 1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება ვრცელდება, მათ შორის, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაზე. 2. პირი, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა ადმინისტრაციულსახდელდადებულად. მუხლი 5. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღსადგენად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. მუხლი 6 1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღსადგენად და მართვის მოწმობისთვის 100 ქულის მისანიჭებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა არ მოეთხოვება. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა 2026 წლის 1 იანვარს უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობისთვის 100 ქულის მინიჭება. მუხლი 7. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1343-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები