დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 5 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.22.026.017428 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 5 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 5 მარტის №33 ბრძანებაში (ვებგვერდი , 11/03/2024, სარეგისტრაციო კოდი : 120050000.22.026.017210) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული : 1. N1.2 დანართის : ა ) მე -3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „
“; ბ ) მე -7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „
“. 2. №2 დანართის : ა ) მე -2 მუხლის : ა .ა ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „5. დისციპლინური გადაცდომა − სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი ) დისციპლინური ქმედება .“;
ა .ბ ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,8. სადისციპლინო ქულა − იუნკრისთვის ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული , სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელისთვის თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული წესით მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა , რომელიც მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება ამ ბრძანებით დადგენილი ოდენობით .“;
ა .გ ) მე -16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -17 და მე -18 პუნქტები : „17. განზრახი ქმედება – ქმედება განზრახ ჩადენილად ჩაითვლება , თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი , ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა მათი დადგომა ან შეგნებულად უშვებდა მათ . 18. გაუფრთხილებელი ქმედება – ქმედება გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება , თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო შედეგების დადგომის შესაძლებლობას , მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას , თუმცა შეეძლო მისი გათვალისწინება .“; ბ ) მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. უფროსის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების დაქვემდებარებულის მიერ არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს , ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 40 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; გ ) მე -4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს , ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 20 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; დ ) მე -5 მუხლის : დ .ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება “; დ .ბ ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 30 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; ე ) მე -6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს საყვედურს ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით .“; ვ ) მე -7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ სადღეღამისო განწესის შესრულების წესის დარღვევა ან არაჯეროვნად შესრულება , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს , ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 40 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; ზ ) მე -8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. უფროსისათვის არასწორი სამსახურებრივი ან პერსონალური ინფორმაციის მიწოდება , გამოიწვევს საყვედურს ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 40 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; თ ) მე -9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. ოფიციალურ დოკუმენტში , ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მცდარი მონაცემების შეტანა , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 40 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; ი ) მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 10. უკანონო ბრძანების გაცემა 1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა , რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს ან /და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს , გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . 2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის , გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან გათავისუფლებას .“; კ ) მე -13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სამსახურში (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას ) არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს საყვედურს ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 50 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; ლ ) მე -14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 14. თვითნებური მიტოვება 1. სამსახურში (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ) საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე -ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის , სამხედრო სასწავლებლის , მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . შენიშვნა : ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მე -12 და მე -13 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე .“; მ ) მე -15 მუხლის : მ .ა ) მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არაერთგზის , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება , რომელმაც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების /ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია ან , რასაც თან ახლდა სამხედრო მოსამსახურის არაეთიკური ქცევა , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას .“; მ .ბ ) მე -3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -4 პუნქტი : „4. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით .“; ნ ) მე -16 - მე -20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 16. ალკოჰოლური სასმელის შეტანა 1. ალკოჰოლური სასმელის შეტანა (გარდა სამინისტროს ინიციატივით , სადღესასწაულო დღეების სიმბოლურად აღნიშვნის ან /და საპროტოკოლო ღონისძიების ჩატარებისას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების /ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დისლოკაციის ადგილებზე ალკოჰოლური სასმელის შეტანის შემთხვევებისა ) სამსახურის (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ) ადგილას გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . მუხლი 17. შემოწმებისათვის თავის არიდება 1. ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . მუხლი 18. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის , მცენარე კანაფის ან მარიხუანის ), მისი ანალოგის ან პრეკურსორის შეტანა 1. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის , მცენარე კანაფის ან მარიხუანის ), მისი ანალოგის ან პრეკურსორის შეტანა სამსახურის (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ) ადგილას გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . მუხლი 19. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის , მცენარე კანაფის ან მარიხუანის ) მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება 1. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის , მცენარე კანაფის ან მარიხუანის ) მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . მუხლი 20. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის , მცენარე კანაფის ან მარიხუანის ) უკანონო დამზადება , შეძენა , შენახვა , გადაზიდვა , გადაგზავნა 1. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის , მცენარე კანაფის ან მარიხუანის ) უკანონო დამზადების , შეძენის , შენახვის , გადაზიდვის ან გადაგზავნის ფაქტის დადასტურება გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით .“; ო ) 21-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,1. საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა , გამოიწვევს შენიშვნას ან არაუმეტეს 15 სადისციპლინო ქულის დაკლებას . 2. დადგენილი წესით საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების : ა ) პირველი გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება , გამოიწვევს საყვედურს ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას ; ბ ) მეორე გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება გამოიწვევს წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 6 თვის ვადით .“; პ ) 23-ე - 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 23. სამსახურებრივი ინფორმაციით ან /და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა 1. სამსახურებრივი ინფორმაციით (მათ შორის , ნახატი , მაკეტი , რუკა , გეგმა , სქემა , ელექტრონული ინფორმაცია , ვიდეო /აუდიო ჩანაწერები და სხვა ) ან /და სხვისი პერსონალური მონაცემით სარგებლობა საკუთარი ან /და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . მუხლი 24. სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება 1. სოციალური ქსელების , კავშირგაბმულობის ან /და მედიასაშუალებებით ან /და სხვა ნებისმიერი ფორმით სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . მუხლი 25. ჩხუბი 1. სამსახურში (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ) ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩხუბში ან სხვაგვარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს წოდებრივი სარგოს 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას , ან არაუმეტეს 60 სადისციპლინო ქულის დაკლებას , ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. იგივე ქმედება , ჩადენილი არაერთგზის , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 3. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით .“; ჟ ) 27-ე მუხლის : ჟ .ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „თამბაქოს ან ელექტრონული სიგარეტის მოწევა “; ჟ .ბ ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. თამბაქოს ან ელექტრონული სიგარეტის მოწევა , გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა , გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს , ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან არაუმეტეს 10 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; რ ) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 28. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 1. სამსახურის (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ) ადგილას სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით .“; ს ) 30-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების ტარების წესის დარღვევა "; ტ ) 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სამსახურის (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ) ადგილას სანიტარიულ -ჰიგიენური წესების დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან 1 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან არაუმეტეს 15 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; უ ) 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა , რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება , გაუვარგისება , დაკარგვა ან განადგურება , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს საყვედურს ან 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 10 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; ფ ) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 35. სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბარათის ), სამსახურებრივ -საშტატო იარაღის ტარების მოწმობის , იარაღის , საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შემცვლელი ბარათის , ლუქის ან /და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბარათის ), სამსახურებრივ -საშტატო იარაღის ტარების მოწმობის , იარაღის , საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შემცვლელი ბარათის , ლუქის ან /და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან არაუმეტეს 10 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; ქ ) 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა , რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება , გაუვარგისება , დაკარგვა ან განადგურება , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 15 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; ღ ) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 37. სამსახურებრივი ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება 1. სამსახურებრივი ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს წოდებრივი სარგოს 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან არაუმეტეს 25 სადისციპლინო ქულის დაკლებას . 2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 3. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით .“; ყ ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სამსახურში (მათ შორის , სამხედრო სასწავლებელში , მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ) უსაფრთხოების ნორმების დარღვევა , აგრეთვე იარაღთან , საბრძოლო ტექნიკასთან ან საბრძოლო მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს საყვედურს ან 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას , ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით , ან არაუმეტეს 40 სადისციპლინო ქულის დაკლებას .“; შ ) 39-ე და მე -40 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 39. ცეცხლსასროლი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება 1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს წოდებრივი სარგოს 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან არაუმეტეს 60 სადისციპლინო ქულის დაკლებას . 2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 3. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით . მუხლი 40. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა 1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს , გამოიწვევს წოდებრივი სარგოს 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან არაუმეტეს 40 სადისციპლინო ქულის დაკლებას . 2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის , გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას ან არაუმეტეს 60 სადისციპლინო ქულის დაკლებას ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას . 3. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას , ან წოდებრივი სარგოს 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით .“; ჩ ) 41-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „შენიშვნა : საპატიოდ ითვლება წლის განმავლობაში სამჯერ ლექციაზე / სემინარზე /მეცადინეობაზე არაუმეტეს 5 წუთით დაგვიანება .". 3. №4 დანართის : ა ) პირველი პუნქტის ,,დ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,დ ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე , თუ : დ .ა ) ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან სექსუალური შევიწროება ; დ .ბ ) სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა სავარაუდოდ განპირობებულია სქესის ნიშნით დისკრიმინაციით , რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს .“; ბ ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,2. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია დისციპლინურ ოქმში მიუთითოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები , რომლებიც მას აძლევს ობიექტური ვარაუდის საფუძველს , რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს .“. 4. №5 დანართის : ა ) მე -3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „
“; ბ ) მე -8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „
“. 5. №6 დანართის მე -3 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. თუ ჩადენილია დისციპლინური გადაცდომა , რომელიც შეიცავს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს ან ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი , სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან /და სექსუალური შევიწროება , სადისციპლინო საბჭოს მიერ საქმის განხილვისას ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობას ემატება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრი , რომლის შერჩევა ხდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის მიერ . ასეთ შემთხვევაში , ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე შერჩეული კანდიდატისა და განსახილველი საკითხის შესახებ ინფორმაციას წერილობით აცნობებს სადისციპლინო საბჭოს .“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 13 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები