„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017418
131
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
120000000.22.026.017418
„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №131

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/08/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროგრამაზე პირთა ჩარიცხვა/ამორიცხვა ხორციელდება აკადემიის მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
 
2. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამაზე ჩარიცხული პირის წახალისება შესაძლებელია აკადემიის მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახისა.
 
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი წახალისება პირს მიეცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აკადემიის მეთაურის მიმართვის/შუამდგომლობის საფუძველზე.“.
 
3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს დისციპლინური სახის პასუხისმგებლობა ეკისრება აკადემიის მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 13 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი